1977წ.– დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
აქვს პრაქტიკული, სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის 48 წლიანი გამოცდილება.
1981–1983წწ. იყო მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი.
1985წ. – ქ. მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.
1977-2006 წწ. მუშაობდა ქუთაისის ქალაქის N1 საავადმყოფოში მორიგე ქირურგად, ორდინატორად, ქირურგიული განყოფილების გამგედ და მთავარ ექიმად.
რომლის ინიციატივითაც აღნიშნული საავადმყოფო საქართველოს საპატრიარქოს ქუთაის-გაენათის ეპარქიას გადაეცა!
1985-1987წწ. მივლინებული იყო და მუშაობდა ტყიბულის რაიონის მთავარ ქირურგად.
2007-2016წწ. იყო ქუთაისის კლინიკა „ლჯ“-ის ქირურგიული განყოფილების გამგე.
1991–2012წწ-ში იყო ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტი „ქუთაისი“ -ს ქირურგიის კათედრის გამგე.
2018წლიდან დღემდე მუშაობს ქუთაისის ,,თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი”-ს ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელად.
არის მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, უმაღლესი კატეგორიის ქირურგი.
გამოქვეყნებული აქვს 34 სამეცნიერო ნაშრომი.
ლიცენზირებულია: ზოგადი ქირურგია, ქირურგიული ონკოლოგია, ენდოკრინული ქირურგია, ლაპაროსკოპული ქირურგია.
დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით , საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით და არის ქუთაისის საპატიო მოქალაქე.
მის მიერ რეგიონში პირველად შესრულებულია შემდეგი სახის ოპერაციები:
1)ლაპაროსკოპული მარჯვენამხრივი ადრენალექტომია – თირკმელზედა ჯირკვლის ცისტადენომის გამო
2)სწორი ნაწლავის წინა, წინა დაბალი რეზექცია და სწორი ნაწლავის აბდომინო – პერინეული ექსტირპაცია ლაპაროსკოპული მეთოდით.
3)მინიგასტრიკ ბაიპასი – მორბიდული სიმსუქნის და შაქრიანი დიაბეტის გამო.
4)ლაპაროსკოპული ფუნდოპლიკაცია ნისენის მეთოდით – საყლაპავის აქსიალური თიაქრის გამო.
5)ლაპაროსკოპული ულცერორაფია – თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაციის გამო.
6) ლაპაროსკოპული ქოლედოქოლითოტომია.
სამუშაო დღეები:
ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით 09:30 დან 17:30 მდე .
მის : ქუთაისი , ფოთის ქუჩა N 40