ზოგადი ქირურგია

ზოგადი ქირურგია

ბადრი ალფაიძე - ზოგადი ქირურგია

ბადრი ალფაიძე, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, უმაღლესი კატეგორიის ქირურგი, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
✔️ 1977წ.– დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
✔️ აქვს პრაქტიკული, სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის 43წლიანი გამოცდილება.
✔️ 1981–1983წწ. იყო მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი.
✔️ 1985წ. – ქ. მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.
✔️ 1977-2006 წწ. მუშაობდა ქუთაისის ქალაქის N1 საავადმყოფოში მორიგე ქირურგად, ორდინატორად, ქირურგიული განყოფილების გამგედ და მთავარ ექიმად.
✔️ 1985-1987წწ. მივლინებული იყო და მუშაობდა ტყიბულის რაიონის მთავარ ქირურგად.
✔️ 2007-2016წწ. იყო ქუთაისის კლინიკა „ლჯ“-ის ქირურგიული განყოფილების გამგე.
✔️ 1991–2012წწ-ში იყო ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტ „ქუთაისის“ ქირურგიის კათედრის გამგე.
✔️ 2018წლიდან დღემდე მუშაობს ქუთაისის თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელად.
🔸 არის მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, უმაღლესი კატეგორიის ქირურგი.
🔸 გამოქვეყნებული აქვს 34 სამეცნიერო ნაშრომი.
🔸 ლიცენზირებულია: ზოგადი ქირურგია, ქირურგიული ონკოლოგია, ენდოკრინული ქირურგია, ლაპარასკოპული ქირურგია.
🔸 დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით და არის ქუთაისის საპატიო მოქალაქე.
🔸 მის მიერ რეგიონში პირველად შესრულებულია შემდეგი სახის ოპერაციები:
1)ლაპაროსკოპული მარჯვენამხრივი ადრენალექტომია – თირკმელზედა ჯირკვლის ცისტადენომის გამო
2)სწორი ნაწლავის წინა, წინა დაბალი რეზექცია და სწორი ნაწლავის აბდომინო – პერინეული ექსტირპაცია ლაპაროსკოპული მეთოდით.
3)მინიგასტრიკ ბაიპასი – მორბიდული სიმსუქნის და შაქრიანი დიაბეტის გამო.
4)ლაპაროსკოპული ფუნდოპლიკაცია ნისენის მეთოდით – საყლაპავის აქსიალური თიაქრის გამო.
5)ლაპაროსკოპული ულცერორაფია – თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაციის გამო.
6) ლაპაროსკოპული ქოლედოქოლითოტომია.