დამარცხე ჭარბი წონა – ქირურგიული გუნდი პროფესორ მერაბ ჯანელიძის ხელმძღვანელობით

პირველად რეგიონში, ”საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“-ში გამოყენებულ იქნა ულტრათანამედროვე მოტორული ენდოსტეპლერი – “Fenghpoweredstapler“ სლივ რეზექციის დროს, რომლის დახმარებითაც კლინიკაში შესრულებულ იქნა 50-ე ბარიატრიული ოპერაცია, პროფესორ მერაბ ჯანელიძის გუნდის მიერ.

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“-ში  პროფესორ მერაბ ჯანელიძის გუნდი უკვე რამოდენიმე თვეა წარმატებით ახორციალებს  ბარიატრიულ  ოპერაციებს. მადლიერი პაციენტების რიცხვი, რომლებმაც სასურველ შედეგს მიაღწია, დღითიდღე იზრდება.

სლივ–გასტრექტომია კუჭის ვერტიკალური რეზექციაა, რომლის დროსაც  მცირდება კუჭის მოცულობა. ამოსაკვეთ ნაწილთან ერთად იმ ჰორმონის გამომამუშავებელი უჯრედების მოცილებაც ხდება, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი. საუბარია გრელინზე, რაც შიმშილის გრძნობას იწვევს.

სლივ–გასტრექტომიის დახმარებით პაციენტი ემშვიდობება ზედმეტ წონას და ამასთან, სიმსუქნის თანმხლები დაავადებების რეგრესი ხდება.

კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის აპარატურით, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოპერაციის წარმატებაში და ამცირებს გართულებების რისკს.

სლივ-გასტრექტომიის ოპერაცია ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით.

უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომრებზე  :599 56 78 38; 595 15 30 30;

 საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი მის: ფოთის ქ. 40

გისურვებთ ჯანმრთელობას!