თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრს მომართა პაციენტმა კანის ხილული საფარველის სიყვითლეზე, ერთ თვიანი ანამნეზის გამო. მას ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. დაისვა ქოლანგიოკარცინომის დიაგნოზი. მიღებული იქნა გადაწყვეტილება სანაღვლე გზების პერკუტანული ტრანსჰეპატური დრენირების შესახებ. ულტრაბგერის კონტროლით წარმატებით დადრენირდა ღვიძლის მარცხენა სადინარი.
ოპერატორი: ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი – ბესო აბულაძე
ასისტენტი რადიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი – თეა ჭარხალაშვილი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599207075.
მის: ქუთაისი, ფოთის ქ.#40