❗️მითი თუ რეალობა ?! — ოფთალმოლოგიაში


❗️მითი თუ რეალობა ?! — ოფთალმოლოგიაში
#ოფთალმოლოგი_ნესტან_ონიანი

🔴 მითი: სათვალე თვალს აზიანებს.
🟢 რეალობა: სათვალე არ აუარესებს მხედველობას — ის სწორ კორექციას უზრუნველყოფს და თვალის დაძაბვას ამცირებს.

🔴 მითი: თუ კარგად ვხედავ, ოფთალმოლოგის შემოწმება არ მჭირდება.
🟢 რეალობა: რიგი დაავადებები, მათ შორის გლაუკომა, საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პროფილაქტიკა არის მხედველობის დაცვა.

🔴 მითი: კომპიუტერი თვალს სამუდამოდ აზიანებს.
🟢 რეალობა: ეკრანი იწვევს დაღლილობას და სიმშრალეს, მაგრამ არა სტრუქტურულ დაზიანებას.

🔴 მითი: თვალის წვეთები უვნებელია და ყველასთვის შეიძლება.
🟢 რეალობა: თვითნებურმა გამოყენებამ შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

🔴 მითი: კითხვა სუსტი განათების დროს მხედველობას აფუჭებს.
🟢 რეალობა: არასაკმარისი განათება იწვევს თვალის დროებით დაღლილობასა და დისკომფორტს, თუმცა მხედველობას მუდმივად არ აზიანებს.

🔴 მითი: თვალის ვარჯიშები ყველა შემთხვევაში აუმჯობესებს მხედველობას.
🟢 რეალობა: თვალის ვარჯიშები შეიძლება ამცირებდეს დაძაბვას, მაგრამ რეფრაქციულ დარღვევებს (მიოპია, ჰიპერმეტროპია, ასტიგმატიზმი) ვერ კურნავს.

🔴 მითი: ასაკთან ერთად მხედველობის დაქვეითება გარდაუვალია და მკურნალობა არ არსებობს.
🟢 რეალობა: მრავალი ასაკობრივი მდგომარეობის დროს (მაგალითად-კატარაქტა) მკურნალობა ეფექტურია. დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შედეგს.

👁️ ნუ ენდობით მითებს — ენდეთ პროფესიონალურ დიაგნოსტიკას.

📍 ვიზიტი ოფთალმოლოგთან დღეს — მკაფიო ხედვა ხვალ.

#ოფთალმოლოგია #მხედველობა #პროფილაქტიკა #ჯანმრთელითვალი

📆სამუშაო დღეები:
ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით ⏰ 09:30 დან 17:30 მდე .

🌐მის : ქუთაისი , ფოთის ქუჩა N 40

☎️ 995 571 18 27 67

#პროფესიონალი_კადრებით_დაკომპლექტებული_კლინიკა 🏥