ართროსკოპია – სახსრის დაზიანების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ქირურგიული პროცედურა

 

რა არის ართროსკოპია?
ართროსკოპია – ეს არის ქირურგიული ოპერაცია, რომელიც გამოიყენება ორთოპედია-ტრავმატოლოგიაში სახსრებში არსებული პრობლემების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის.
მკურნალობის ამ მეთოდს მიმართავენ სხვადასხვა სახსრის დაზიანებებისას, განსაკუთრებული პოპულარობა ართროსკოპიამ დაზიანებული მუხლის სახსრის მკურნალობაში მოიპოვა.
პროცედურა ასევე ტარდება კოჭ-წვივის (მყესებისა და ხრტილის დაზიანება) და მხრის სახსრების დაავადებების დროს.

 როგორ ტარდება მუხლის სახსრის ართროსკოპია?
მუხლის სახსრის ართროსკოპია არის ქირურგიული პროცედურა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, სახსარში არსებული პრობლემები გადავჭრათ დიდი ზომის განაკვეთის გარეშე.
ამ დროს ტრადიციული ღია ქირურგიული ჩარევისგან განსხვავებით სახსრის სრულად გახსნის საჭიროება აღარ არის. მუხლის სახსარზე ართროსკოპიული ჩარევისას კეთდება 2 პატარა განაკვეთი,
ერთი ართროსკოპისთვის, მეორე – ქირურგიული ინსტრუმენტებისთვის. ერთ სანტიმეტრამდე სიგანის განაკვეთით შევდივართ სახსარში 5მმ ზომის დიამეტრის ვიდეოკამერით,
რომელსაც ართროსკოპი ეწოდება. კამერა ასახავს გამოსახულებას ვიდეომონიტორზე და ქირურგი ამ გამოსახულებას იყენებს მცირე ზომის ართროსკოპიული ინსტრუმენტების სამართავად.

იქიდან გამოდინარე, რომ ართოსკოპი და ართროსკოპიული ინსტრუმენტები არის მცირე ზომის და დიამეტრის, ქირურგს საშუალება ეძლევა ოპერაციისთვის გამოიყენოს პატარა განაკვეთი,
შესაბამისად ეს მეთოდი ამცირებს პოსტოპერაციულ ტკივილს, სახსარში მოძრაობის შეზღუდვას. ასევე, ხშირად აიოლებს პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას, რაც პაციანტს საშუალებას
აძლევს მოკლე დროში დაუბრუნდეს ჩვეულ საქმიანობას.

როდის არის რეკომენდებული მუხლის სახსრის ართროსკოპია?
მუხლის სახსარზე ართოსკოპიული ჩარევა მოწოდებულია, როცა სახსარში აღინიშნება ტკივილი მიუხედავად მანამდე ნაცადი არაქირურგიული გზით ჩატარებული მკურნალობისა,
როგორებიცაა: სახსრის განტვირთვა, ფიზიოთერაპია და მედიკამენტოზური მკურნალობა, მათ შორის სახსარშიდა ინექცია. მუხლის სახსრის ართოსკოპიულმა მკურნალობა,
როგორც წესი ამსუბუქებს სახსრის ხრტილისა და რბილი ქსოვილების დაზიანების შედეგად გამოწვეული ტკივილის სიმპტომს.

მუხლის სახსარზე ართროსკოპიული პროცედურები მოიცავს:

  • დაზიანებული მენისკის ამოკვეთას,
  • დაზიანებული სასახსრე ხრტილის ამოკვეთას,
  • ანთებითი სინოვიალური გარსის მოცილებას,
  • მუხლის სახსრის დაზიანებული იოგების აღდგენას,
  • სახსარში არსებული თავისუფალი სხეულის (თაგვის) მოცილებას,
  • კვირისტავის დაზიანების მკურნალობას.

 როგორ ხდება ოპერაციისთვის მომზადება?
როგორც გეგმიური ქირურგიური ჩარევების უმეტესობის შემთხვევაში, ართროსკოპიული ოპერაციისთვის მზადებაც საჭიროებს წინასაოპერაციო ინსტრუმენტული კვლევებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარებას.

 როგორია ოპერაციის შემდგომი პერიოდი?
უმეტეს შემთხვევაში, პაციანტები ოპერაციის შემდგომ უბრუნდებიან თავიანთ ძირითად საქმიანობას შეზღუდვების გარეშე, დროის მოკლე მონაკვეთში (4-6 კვირა),
რაც, როგორც წესი, დამოკიდებულია სახსრის დაზიანების ტიპსა და ხარისხზე. ამასთანავე, თუ პაციენტის საქმიანობა დაკავშირებულია დიდ ფიზიკურ დატვირთვებთან,
რიგ შემთხვევაში რეაბილიტაციის პერიოდი იზრდება. ძალიან მნიშვნელოვანია, პაციენტმა ზედმიწევნით შეასრულოს ექიმის მიერ მოცემული დარიგება,
რათა დროულად და წარმატებით დასრულდეს სარეაბილიტაციო პერიოდი.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!



ნანახია 750-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error