დეპარტამენტის ხელმძღვანელი: თიკო სვინტრაძე
ანესთეზიის სამსახურის ხელმძღვანელი: დიმა კრასკოვსკი
რეგიონში ყველაზე მძლავრი და უახლესი აღჭურვის მქონე ანესთეზიისა და რეანიმაციის დეპარტამენტი.
რეანიმაციული განყოფილება გაშლილია 16 საწოლზე. თითოეული საწოლი აღჭურვილია უახლესი სუნთქვითი აპარატებითა და როგორც არაინვაზიური, ასევე ინვაზიური მონიტორებით, სრულყოფილი ლაბორატორიული მომსახურებით, დიაგნოსტიკის სრული სპექტრითა და პაციენტის მოვლის თანამედროვე საშუალებებით.
– 2018 წლის რესპირატორები და სანარკოზე აპარატურა;
– სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგის ექსკლუზიური მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების მაქსიმალურ დაცვას, როგორც საოპერაციოს ასევე ინტენსიური თერაპიის პირობებში;
– სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატების მიზნობრივი კონცენტრაციით შეყვანის ტექნოლოგია (TCI მეთოდიკა);
– ცენტრალური ჰემოდინამიკის პარამეტრების მუდმივი მონიტორინგი;
– გადაუდებელი ექსტრაკორპორალური დეტოქსიკაცია.