თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი

ჰოსპიტალის გენერალური დირექტორი: კახა ნურალიძე

“თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ არის მრავალპროფილური ჰოსპიტალი, 11 განყოფილებითა და 168 საწოლით. ჰოსპიტალში ხორციელდება როგორც სტაციონარული, ასევე ამბულატორიული სერვისები.
კლინიკის წამყვან მიმართულებებს წარმოადგენს – ინტერვენციული კარდიოლოგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ნეიროქირურგია, ზოგადი ქირურგია და ონკოლოგიური პროფილი.
2018 წლის დეკემბრიდან მწყობრში ჩადგება  კარდიოქირურგიის დეპარტამენტი.

თითოეულ დეპარტრამენტში გვაქვს მომსახურების ფართო სპექტრი და დასავლეთ ევროპის სტანდარტების შესაბამისი მაღალი დონის მკურნალობა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ წამყვან კლინიკებთან და სპეციალისტებთან, რომლებიც მუდმივად იმყოფებიან ჩვენს დაწესებულებაში.

კლინიკის გამორჩეული უპირატესობა პროფესიონალი სამედიცინო პერსონალისა და გამოცდილი მენეჯმენტის თანამშრომლობაა – რომელიც პაციენტებს, მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს.
“თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ მაქსიმალურადაა ორიენტირებული პაციენტთა ინტერესებზე, აქედან გამომდინარე კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან, ნებისმიერი სახის სიახლის დანერგვაც სწორედ საზოგადოების მოთხოვნილებებისა და პრიორიტეტების სრული გათვალისწინებით ხდება.