მიმართულების ხელმძღვანელი: პროფესორი ბაადურ ზიმლიცკი
ტრავმისა და ორთოპედიის დეპარტამენტი გთავაზობთ მედიცინის თანამედროვე მიღწევებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკას, კონსერვატულ და ქირურგიულ მკურნალობას. ოპერაციები ტარდება ართროსკოპიის უახლესი მეთოდებით, რომელიც გამორიცხავს ინვალიდობას და დაავადების რეციდივს.
კონსერვატული მკურნალობა:
– საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
– დაჟეჟილობების, მყესებისა და კუნთების გადაჭიმვა-გადაძაბვა;
– მოტეხილობებისა და ამოვარდნილობების დახურული რეპოზიცია.
ოპერაციული მკურნალობა:
– მსხვილი სახსრების მათ შორის მენჯ-ბარძაყის, მუხლის, მხრის, იდაყვის ენდოპროტეზირება ამერიკული კომპანია “ZIMMER”- ის იმპლანტების გამოყენებით;
– ართროსკოპული ქირურგია – მუხლის, კოჭ-წვივის, მხრის და იდაყვის სახსრების;
– სპორტული მედიცინა;
– კიდურების პათოლოგიური წარმონაქმნების და სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა, რეკონსტრუქცია;
– სქოლიოზის ოპერაციული კორექცია;
– სხვადასხვა ლოკალიზაციის პოსტოპერაციული ან პოსტტრავმული ცრუ სახსრებისა და არასწორად კონსოლიდირებული მოტეხილობების ოპერაციული მკურნალობა.
https://www.facebook.com/WRCommt/videos/254111771894202/