მუშაობის ძირითადი მიმართულებები: გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებით მოზრდილი პაციენტების ინვაზიური მეთოდებით დიაგნოსტიკა
და ინტერვენციული მკურნალობა.
მიმართულების ხელმძღვანელი: ინტერვენციული კარდიოლოგი – ბეგლარ დუნდუა.
ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია 2018 წლის იაპონური წარმოების, “Shimadzu“-ს ანგიოგრაფით და ჰიბრიდული სამედიცინო ტექნიკით, რაც ზეზუსტი და ურთულესი ოპერაციული ჩარევების საშუალებას იძლევა.
ჩვენთან ტარდება ისეთი სირთულის ოპერაციები როგორიცაა: მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევაში გადაუდებელი სტენტირება, მარცხენა კორონარული ღეროს სტენტირება, ბიფურკაციული სტენტირება, ქრონიკული ტოტალური ოკლუზიის რეკანალიზება და სხვა.
პაციენტების მომსახურების მაღალი პროფესიული დონის და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად ინვაზიური გამოკვლევის შედეგებს აფასებს უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტების – კარდიოლოგებისა და ინტერვენციული კარდიოლოგების გუნდი (პროფესორი ვაჟა აგლაძე, ქ.მინსკის მთავარი ინტერვენციული კარდიოლოგი – ალექსანდრე ბეიმანოვი და უმაღლესი კატეგორიის ექიმები – დიმიტრი იურლევიჩი და პავლე ჩერნოგლაზი).
ჰიბრიდული საოპერაციო დარბაზი იძლევა საშუალებას, წუთების განმავლობაში გადარჩენილი იქნას ადამიანის სიცოცხლე.