დეპარტამენტის ხელმძღვანელი: მედიცინის დოქტორი, პროფესორი ვაჟა აგლაძე.
“თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრში“ 15 საწოლზე ფუნქციონირებს შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი.
დეპარტამენტის სერვისებში პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს გულის კორონარული დაავადების, სარქვლოვანი პათოლოგიების, ჰიპერტენზიის მქონე ავადმყოფთა, ონკოლოგიური დაავადებების, ქიმიოთერაპიის ფონზე განვითარებული გულის დაზიანებისა და თერაპიული პროფილის ავადმყოფთა თანამედროვე დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მართვა.