მიმართულების ხელმძღვანელი: პროფესორი შოთა ინგოროყვა
ნეიროქირურგიული მიმართულება პაციენტებს უახლეს ტექნოლოგიებსა და ნეიროქირურგიის თანამედროვე მიღწევებზე დაფუძნებულ ქირურგიულ მკურნალობას სთავაზობს.
ნეიროქირურგიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფესორი შოთა ინგოროყვა, რომელიც ორი ათეული წელი ავსტრიის წამყვან სამედიცინო კლინიკებში მოღვაწეობდა და თავისი სფეროს ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტია, ევროპის მასშტაბით.
ჩვენს კლინიკაში პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაიტარონ ხერხემლისა და თავის ტვინის პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა. ოპერაციები ტარდება ბოლო თაობის ნეირო მიკროსკოპით PENTERO OPMI (Carl Zeiss), როგორც გეგმური, ასევე გადაუდებელი ჩვენებით.