დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა

დიაბეტით დაავადებული პაციენტების საყურადღებოდ!

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“ ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს დიაბეტის მართვის  სახელმწიფო პროგრამაში. პროგრამის მიზანია, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების ამბულატორიული მომსახურების გაუმჯობესება, შესაძლო გართულებების თავიდან აცილება და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

პროგრამა მოიცავს:

– ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;
– ანგიოლოგის კონსულტაცია;

– ნევროპათოლოგის კონსულტაცია;
– ოფთალმოლოგის კონსულტაცია;
– კარდიოლოგის კონსულტაცია;
– გლუკოზის განსაზღვრა სისხლში;
– გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა;
– კრეატინინის განსაზღვრა სისხლში;
– მიკროალბუმინურია;
– სისხლის საერთო ანალიზი;
– შარდის საერთო ანალიზი;
– C – პეპტიდი
– HOMA – 2 -ის ინდექსის განსაზღვრა;
– ელექტროკარდიოგრამა;

პროგრამა აღნიშნულ მომსახურებებს აფინანსებს 240 ლარით, რაც გულისხმობს ინსულინმომხმარებელი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის მკურნალობის ეპიზოდის 70%-ით დაფინანსებას, ხოლო არაინსულინმომხმარებელი პაციენტების მკურნალობის ეპიზოდის 50%-ით დაფინანსებას. სახელმწიფოს 218-ე დადგენილებით განსაზღვრული ბენეფიციარებისთვის კი პროგრამა ფარავს სრულ ღირებულებას.

ერთად ვმართოთ დიაბეტი!
პროფესიონალები თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიდით: 597 96 49 24  09:30 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე.
მისამართი: ქუთაისი, ფოთის ქ. 40

გისურვებთ ჯანმრთელობას!



ნანახია 1227-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error