სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტი

მიმართულების ხელმძღვანელი: გიორგი ხელაძე

ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს როგორც ანგიოქირურგიის, ასევე დიაბეტური ტერფისა და კიდურის შემანარჩუნებელი დეპარტამენტი (ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი დევიძე).
ოპერაციები მიმდინარეობს ჰიბრიდულ საოპერაციოში, რომელიც აღჭურვილია “SHIMADZU“-ს ბოლო თაობის ანგიოგრაფით.
მაღალი ტექნოლოგიებითა და მინიმალური ჩარევით არტერიული სისხლის მიმოქცევის აღდგენა განაპირობებს კიდურის შემანარჩუნებელ ეფექტს და ამცირებს ინვალიდობის ხარისხს.

ქირურგიული ჩარევები:

  • აორტის ენდოპროტეზირება ანევრიზმის გამო;
  • საძილე არტერიის სტენტირება, ენდოტერექტომია;
  • სხვადასხვა სისხლძარღვის გაუვალობის დროს ბალონური ანგიოპლასტიკა და სტენტირება (თეძოს, ბარძაყის, მუხლქვეშა თუ წვივის სეგმენტები);
  • თირკმლის არტერიის, ფაშვის ღეროს თუ მეზენტერალური არტერიის სტენტირება;
  • კიდურის შემანარჩუნებელი ოპერაციები.


ნანახია 275-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს: