დიაბეტის ნეგატიური გავლენა ორგანიზმზე

თვალი – დიაბეტის დროს ზიანდება ბადურა გარსი.დიაბეტი შეიძლება გახდეს სიბრმავის მიზეზი.

კბილები- პირის ღრუს ყველა დაავადება ვითარდება ჩქარი ტემპით სისხლის მიმოქცევის დეფიციტის გამო. არცთუ იშვიათია დიაბეტის გამოვლენა სტომატოლოგის კაბინეტში.

გული – ზიანდება დიაბეტის დროს.იცვლება გულის კუნთი, გარდა ამისა ნერვული სისტემის დაზიანება იწვევს გულის ავტონომიურ ნეიროპათიას, რომელიც ვლინდება პულსის გახშირებით (ტაქიკარდია).

ფილტვები – უშუალოდ დიაბეტით არ ზიანდება, მაგრამ რამდენადაც ორგანიზმის წინააღმდეგობისუნარიანობა დაქვეითებულია, შეიძლება განვითადეს ფილტვების ტუბერკულოზი

კუჭი და ნაწლავები – პირველად არის დიაბეტური ენტეროპათია, რაც იწვევს კუჭის გაფართოებას და საჭმლის მონელების პროცესების რეგულაციის დარღვევას, შეკრულობას და ფაღარათს.

ღვიძლი – დიაბეტის ცუდი კომპენსაციის დროს ირღვევა მისი ნორმალური ფუნქციონირება, ღვიძლი დიდდება.

თირკმელები – პირდაპირ ზიანდება დიაბეტით, რისი შედეგიცაა დიაბეტური ნეფროპათია.

შარდის ბუშტი – კენჭების წარმოქმნაზე დიაბეტი არ მოქმედებს, მაგრამ ხელს უწყობს შარდის ბუშტის ინფექციურ დაავადებას.

სასქესო სისტემის ფუნქცია – მამაკაცებში დიაბეტი იწვევს იმპოტენციას (ამასთან ფსიქიური-იკურნება, ორგანული – არა). ქალებში შესაძლებელია თვითნებითი აბორტები, ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის საშვილოსნოს შიდა სიკვდილი. მიზეზი – სისხლში გლუკოზის მაღალი დონე.

ფეხები და ტერფები – ზიანდება სისხლძარღვების და ნერვების დაზიანების შედეგად. შესაძლო შედეგებია – ტროფიკული წყლული, განგრენა, კიდურის დაკარგვა. გარდა ამისა ტერფები და ფრჩხილები მიდრეკილია სოკოვანი დაავადებისკენ.

სისხლძარღვთა სისტემა დიაბეტით პირდაპირ ზიანდება, რაც თავის მხრივ ზემოთ აღნიშნული დაავადებების ინიცირებას ახდენს. სისხლის წნევა დიაბეტიკებს ჩვეულებრივ მომატებული აქვთ. აღსანიშნავია, რომ დიაბეტის დროს სისხლძარღვების დაზიანების დამატებითი ფაქტორი თამბაქოს მოხმარებაა.



ნანახია 339-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს: