თავისუფალი თიროქსინი (FT4 ) და თირეოტროპული ჰორმონი (T S H)

 

FT4
თავისუფალი თიროქსინი

ზოგადად თიროქსინი ( T4) ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონს წარმოადგენს.

ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურული და ფუნქციური ერთეული არის ფოლიკული, რომელიც ამოფენილია თიროციტებით (ფარისებრი ჯირკვლის უფრედებით). სწორედ თირეოციტში გამომუშავდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, მათ შორის თიროქსინი -T4

T4 (თიროქსინი) სისხლში ცილასთან შეკავშირებული და თავისუფალი სახით ცირკულირებს. თიროქსინის ცილასთან შეკავშირებული ფრაქცია არის ინერტული.
T4-ის ბიოლოგიურ ეფექტებს მხოლოდ მისი თავისუფალი (free) ფრაქცია იწვევს. თვისუფალი თიროქსინი აღინიშნება აბრევიატურით – FT4.

ცილასთან შეკავშირებული და თავისუფალი ფრაქციების დონე ურთიერთდამოკიდებულია – როცა ცირკულაციაში არსებული თავისუფალი ჰორმონი იხარჯება, ცილის კავშირიდან ახალი ფრაქცია გამოთავისუფლდება.

სისხლში არსებული თიროქსინის (T4) 99,95 – 99,98 % ცილასთან არის შეკვაშირებული და მხოლოდ 0.02 – 0.05 % არის თავისუფალი (FT4);

თიროქსინი (ტრიიოდთირონინთან (T3) ერთად) მოქმედებს ორგანიზმის ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაზე, განაპირობებს რიგი შინაგანი და გარეგანი ორგანოების ფუნქციონირებას. ის მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელ, ნერვ-კუნთოვან, საყრდენ-მამოძრავებელ სისტემებზე და სხვ.

თავისუფალი თიროქსინი (FT4 ) გამოიყენება საიმედო დიაგნოსტიკურ პარამეტრად ყველა იმ შემთხვევაში როდესაც ადგილი აქვს თირეოტროპული ჰორმონის (TSH) ცვლილებას.

კვლევისთვის საჭირო მასალას წარმოადგენს სისხლის შრატი, განსაზღვრის მეთოდს – იმუნოქემილუმინესცენტური.
კვლევა ხორციელდება დღის პირველ ნახევარში, მშვიდ ვითარებაში.

T S H
თირეოტროპული ჰორმონი

თირეოტროპული ჰორმონი – ეს არის ნივთიერება, რომელიც გამომუშავდება ჰიპოფიზის წინა წილის (თავის ტვინის დანამატი, შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი) მიერ და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ძირითად რეგულატორს წარმოადგენს. თირეოტროპული ჰორმონი მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის მიერ თიროიდული ჰორმონების სინთეზზე.
თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრის ძირითადი კლინიკური მნიშვნელობა მდგომარეობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებაში.

ჰიპოფიზის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში TSH-ის განსაზღვრა ხდება:

– ჰიპო ან ჰიპერთირეოზის დიაგნოსტიკის დროს;
– ჰიპოთირეოზის მკურნალობის დროს – ჩანაცვლებითი თერაპიის მონიტორონგისათვის;
-ჰიპერთირეოზის მკურნალობის დროს – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვის შეფასებისათვის;
– კვანძოვანი ჩიყვის დროს – თიროქსინით სუპრესიული თერაპიისას
და ა.შ.

კვლევისათვის საჭირო მასალას წარმოადგენს სისხლის შრატი, კვლევის მეთოდს – იმუნოქემილუმინესცენტური.

ანალიზის ჩაბარება ხდება დღის პირველ ნახევარში, მშვიდ ვითარებაში.