თირკმლის კიბოს ქირურგიული მკურნალობა

თიკმლის კიბო ერთ–ერთია ათ ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეს შორის. ამ საშიში პათოლოგიით მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თირკმლის კიბოთი დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი თანდათან მატულობს. 

ბევრი სხვა ონკოლოგიური დაავადებისაგან განსხვავებით (როგორებიცაა, მაგალითად, სარძევე ჯირკვლის, პროსტატის ან სათესლე ჯირკვლების კიბო), თირკმლის კიბოს სრულფასოვანი სკრინინგტესტი არ არსებობს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თირკმლის სიმსივნის ადრეული სტადია არანაირი სიმპტომით არ ხასიათდება და დაავადების პროგრესირება პაციენტისათვის შეუმჩნეველია.გამომწვევი მიზეზები

ჯერჯერობით ცნობილი არ არის თირკმლის სიმსივნის გამომწვევი ზუსტი მიზეზი. ექიმებმა იციან მხოლოდ ის, რომ მდგომარეობის განვითარება იწყება თირკმელში არსებული დნმ-ის მუტაციის შემდეგ, ამის გამო თირკმლის უჯრედები იყოფიან და მრავლდებიან ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად, ამ ანომალური უჯრედების დიდი რაოდენობა, სიმსივნურ გროვებს აყალიბებს და არსებობს შანსი იმისა, რომ გავრცელდნენ სხეულის სხვა ორგანოებსა და ქსოვილებზე, რასაც მეტასტაზირება ეწოდება. რისკ ფაქტორებიდან შესაძლოა გამოიყოს, ასაკი, მოწევა, სიმსუქნე, სისხლის მაღალი წნევა, თირკმლის უკმარისობა, მემკვიდრული სინდრომები, ოჯახის წევრებში მსგავსი დაავადების არსებობა და ა.შ

სიმპტომები

თირკმლის სიმსივნე ადრეულ ეტაპზე იშვიათად იწვევს რაიმე სახის სიმპტომს. მოგვიანებით ვლინდება:

  • სისხლიანი შარდი, რომელიც შეიძლება იყოს მოვარდისფრო, წითელი ან მუქი ფერის
  • წელის ან მისი ცალი მხარის ტკივილი, რომელიც არ გაივლის
  • მადის კარგვა
  • დაღლილობა
  • სიცხე, რომელიც დროთა განმავლობაში იწვეს

მკურნალობა

დაავადების მკურნალობის საუკეთესო მეთოდი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, თირკმლის სიმსივნის ფორმასა და მეტასტაზირების ფარგლებზე. მკურნალობის მთავარი მეთოდი ქირურგიული ოპერაციაა, რომლის მიზანი სიმსივნური მასის მოცილება და თირკმლის ფუნქციის აღდგენაა. ოპერაციის დროს შესაძლებელია ამოიკვეთოს ცალი თირკმელი მთლიანად, გარდა ამისა, მის გარშემო არსებული დაიზნებული ქსოვილები და ლიმფური ჯირკვლები, თირკმეზედა ჯირკვალი და სხვადასხვა სტრუქტურები. სხვა შემთხვევაში ოპერაციით ადამიანის ორგანიზმს სცილდება თირკმლის მხოლოდ ნაწილი, რომელიც მოიცავს სიმსივნურ გროვასა და მის გარშემო არსებული ჯანმრთელი ქსოვილების ნაწილს. ოპერაციის ფორმა განისაზღვრება სიმსივნის სტადიისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ქირურგიულ ჩარევას თან ახლავს სისხლდენისა და ინფექციის განვითარების რისკები. როცა სიმსივნე მხოლოდ თირკმელშია ლოკალიზებული ოპერაცია საკმარისია მდგომარეობის გამოსწორებისთვის და აღარ არის საჭირო დამატებითი მკურნალობა ან რადიაციული თერაპია. მიუხედავად ამისა, პერიოდული შემოწმება მაინც არის რეკომენდირებული.

ალტერნატიულ მკურნალობის მეთოდებს განეკუთვნება სიმსივნური უჯრედების გაყინვა ან გაცხელება, წვა, სპეციალური მოწყობილობებისა და პროცედურების საშუალებით.



ნანახია 862-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error