კარდიოლოგიური დაავადებების სრულყოფილი დიაგნოსტიკა

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“-ში შესაძლებელია ჩაიტაროთ კარდიოლოგიური დაავადებების სრულყოფილი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

კორონაროგრაფია
კორონაროგრაფია ინვაზიური რენტგენოკონტრასტული მეთოდია, რომელსაც გულის კუნთის მკვებავი (კორონარული ანუ გვირგვინოვანი) არტერიების მდგომარეობის შესაფასებლად იყენებენ. ის საშუალებას იძლევა ზუსტად დადგინდეს გვირგვინოვანი არტერიის შევიწროების ადგილი, ხარისხი, ხასიათი, შეირჩეს მკურნალობის ოპტიმალური მეთოდი – მედიკამენტური თერაპია, კორონარული სტენტირება ან კორონარული შუნტირება.

ექოკარდიოგრაფია
ექოკარდიოგრაფია წარმოადგენს გულის ულტრაბგერით კვლევას, რომლის საშუალებითაც ხდება გულის ღრუების, სარქველებისა და სხვა სტრუქტურების დათვალიერება, გულის კუნთის კუმშვადობისა და ფუნქციური მაჩვენებლების შეფასება.


 ფიზიკური დატვირთვის ტესტი ტრედმილზე

ფიზიკური დატვირთვის ტესტი ტრედმილზე გულისხმობს გულის მუშაობის შეფასებას მოძრავ სარბენ ბილიკზე ჩქარი სიარულის დროს.დატვირთვის ტესტით შესაძლებელია განისაზღვროს გულის მკვებავი კორონარული არტერიების დაავადება, ფარული იშემია, ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებული გულის რიტმის დარღვევები. 

24 საათიანი ჰოლტერ- მონიტორინგი
საათიანი ჰოლტერ- მონიტორინგი გამოიყენება არითმიის დასადგენად. ამ ტესტის ჩატარება ეხმარება ექიმს შეაფასოს პაციენტის გულის მუშაობა, როგორც ჩვეული ფიზიკური დატვირთვის, ასევე ღამით და მოსვენებულ მდგომარეობაში.



ნანახია 285-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error