კარდიოქირურგიული დეპარტამენტი

კარდიოქირურგიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობენ  მრავალწლიანი ევროპული გამოცდილების მქონე კარდიოქირურგები გიორგი კალანდაძე და გიგა ჯანაშია. დეპარტამენტის მოწვეული კონსულტანტია მინსკის უმაღლესი კატეგორიის ექიმი პროფესორი იური ოსტროვსკი, რომლის სამუშაო პრაქტიკა სამასზე მეტ გადანერგილ გულს, ათასზე მეტ აორტო-კორონარულ შუნტირებას და სარქვლის პლასტიკას მოიცავს.

ქირურგიული ჩარევები:

-კორონარული არტერიების შუნტირება მომუშავე გულზე (Off Pump);
– გულის სარქველების პროტეზირება და პლასტიკა;
-აორტის ანევრიზმების ქირურგიული მკურნალობა;
-კომბინირებული ოპერაციები გულისა და თავის ტვინის მკვებავი არტერიების დაზიანების დროს;
– მინიინვაზიური ოპერაციები გულზე (მინი განაკვეთით, თორაკოსკოპული მიდგომით).



ნანახია 680-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error