ლაპაროსკოპიული გინეკოლოგია “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“-ში!

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“-ს  გინეკოლოგიური სამსახური ქალბატონებს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს. მაღალკვალიფიციური გუნდი ასრულებს ოპერაციებს, როგორც ღია, ასევე ლაპაროსკოპიული მეთოდით.

 

ლაპაროსკოპიული გინეკოლოგიური მომსახურებების შესახებ  გვესაუბრება  ექიმი გინეკოლოგი – ნესტან ბარდაველიძე.

„გინეკოლოგიური მიმართულება წარმოდგენილია როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული სერვისით. სრულდება გეგმური და გადაუდებელი ოპერაციები 24 საათის განმავლობაში.

ექტოპიური (გარე) ორსულობა, საკვერცხის კისტის აპოპლექსია, საკვერცხის და ფალოპის მილის შემოგრეხა, გადაუდებელ ლაპაროსკოპიულ ოპერაციებში ყველაზე ხშირად ამ დიაგნოზებს ვხვდებით.

პაციენტების ქირურგიული მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ლაპაროსკოპიულ მეთოდს, მისი  უპირატესობებიდან გამომდინარე. გადაუდებელი ლაპაროსკოპიული ოპერაციების გარდა, კლინიკაში ფუნქციონირებს გეგმური ლაპაროსკოპია ისეთი დიაგნოზების შემთხვევაში, როგორიცაა – საშვილოსნოს მიომა, საკვერცხის სხვადასხვა სახის კისტები, ენდომეტრიოზი, ჩვენს კლინიკაში ასევე ტარდება საშვილოსნოსშიდა ენდოსკოპიური ოპერაციები – ჰისტეროსკოპია და ჰისტერორეზექტოსკოპია. ასევე გადაუდებელი და გეგმიური წესით, ისეთი დაავადებების დროს როგორიც არის: საშვილოსნოს ტანის და ყელის პოლიპები, პათოლოგიური სისხლდენები საშვილოსნოდან, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, საშვილოსნოს სუბმუკოზური მიომა, საშვილოსნოს შიდა შეხორცებები და სხვა.

 

მოკლედ მოგახსენებთ ლაპაროსკოპიული ოპერაციების უპირატესობებზე, ერთ-ერთი გახლავთ ხანმოკლე რეაბილიტაციის პერიოდი. თუ ლაპარატომიული (ნაკვეთი ჭრილობა) ოპერაციისას პაციენტს ესაჭიროება რამოდენიმე დღე, ლაპაროსკოპიული ოპერაციის შემთხვევაში მას გააქტიურება რამდენიმე საათში შეუძლია, ასევე შესაძლებელია ბინაზე გაეწეროს 24 საათში, ვინაიდან ოპერაცია ტარდება მინიმალური ტრავმატიზმით და მინიმალური სისხლის დანაკარგით.

მცირე განაკვეთების შემდგომ არ რჩება ნაწიბური, ხდება სწრაფი შეხორცება და გვაქვს კარგი კოსმეტიკური ეფექტი, რაც ქალბატონებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ლაპაროსკოპიული ოპერაციების შემდგომ პრაქტიკულად არ ვითარდება შეხორცებები მუცლის ღრუში.

 

აღსანიშნავია კლინიკაში არსებული აპარატურა. ჩვენ ვიყენებთ  ბოლო თაობის, უახლესი მოდელის ტექნიკას, რომელიც დღეს მსოფლიო ბაზარზე წამყვანი და ნომერ პირველად აღიარებულია.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ექიმის პროფესიონალიზმის გარდა, კარგი ვიზუალიზაცია, წარმატებული ოპერაციის საწინდარია“.

ჩვენი კლინიკის მთავარ მიზანს წარმოადგენს, პაციენტს დროულად, სწრაფად და ხარისხიანად ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა ოქროს სტანდარტით. პაციენტის მიმღებში შემოსვლისთანავე ჩვენი გუნდი მზად არის გაუწიოს მას შესაბამისი დახმარება 24 საათის განმავლობაში. ამისათვის მუდმივ მზადყოფნაშია კლინიკაში არსებული ყველა საოპერაციო ბლოკი.



ნანახია 388-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error