ორთოპედია და ტრავმატოლოგია

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“-ს  ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი მოსახლეობას სთავაზობს ნებისმიერი მდებარეობისა და სიმძიმის ტრავმული დაზიანების მკურნალობას 24 საათიან რეჟიმში.

 

პაციენტები სარგებლობენ შემდეგი სერვისებით:

– მსხვილი სახსრების მათ შორის მენჯ-ბარძაყის, მუხლის, მხრის, იდაყვის ენდოპროთეზირება;

– ართროსკოპული ქირურგია – მუხლის, კოჭ-წვივის, მხრის და იდაყვის სახსრების;

– სპორტული მედიცინა;

– კიდურების პათოლოგიური წარმონაქმნების და სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა, რეკონსტრუქცია;

– სხვადასხვა ლოკალიზაციის პოსტოპერაციული ან პოსტტრავმული ცრუ სახსრებისა და არასწორად კონსოლიდირებული მოტეხილობების ოპერაციული მკურნალობა;

-სახსარშიდა ინექციები შესაბამისი მედიკამენტებით რენტგენის კონტროლის ქვეშ.

კლინიკაში ერთ სივრცეში ტარდება ყველა ტიპის ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევა!

 

ოპერაციები ტარდება ბრენდული კომპანიების მიერ წარმოებული თანამედროვე იმპლანტებით.

 

ასევე, პაციენტს საშუალება აქვს ისარგებლოს ნებისმიერი ამბულატორიულ–ტრავმატოლოგიური სერვისით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 597 96 49 24

გისურვებთ ჯანმრთელობას!



ნანახია 885-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error