პირველად დასავლეთ საქართველოში ღვიძლის სიმსივნის რადიოსიხშირული აბლაცია ჩატარდა

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“-ში უკვე შესაძლებელია ღვიძლის სიმსივნეების მკურნალობა უახლესი რადიოსიხშირული აბლაციით. კონკრეტული ჩვენების ნიადაგზე ეს არის ქირურგიული ჩარევის საუკეთესო ალტერნატივა, რომელიც მსოფლიოს წამყვან კლინიკებშია აპრობირებული. ჩვენს კლინიკაში, აღნიშნულ მიმართულებას პროფესორი მერაბ ჯანელიძე და ალექსანდრე ცირეკიძე ხელმძღვანელობს.

რადიოსიხშირული აბლაცია ეს არის სიმსივნის დაწვა, ანუ სიმსივნური წარმონაქმნის კვდომა,  იმპულსის ზემოქმედებით. ამ დროს ხდება  გარკვეული სახის ფიზიკური ზემოქმედება ქსოვილზე, რომელიც იწვევს ქსოვილის ტემპერატურის მომატებას, რაც საბოლოოდ  წარმონაქმნის ნეკროზის მიზეზი ხდება. იმ შემთხვევაში, თუ აბლაცია განხორციელდება სიმსივნურ წარმონაქმნზე, ეს უკანასკნელი მოკვდება, ანუ მოხდება მისი დაწვა.  რადიოსიხშირული აბლაციის ძირითადი არსია მოვახდინოთ სიმსივნის კვდომა ისე, რომ მინიმალურად დავაზიანოთ ახლომდებარე  ქსოვილები.

ამ მიმართულებით ჩვენი პირველი  პაციენტი — ზაზა ორმოცაძეა , გასულ წელს მას მსხვილი ნაწლავზე არსებული სიმსივნის გამო  ჩაუტარდა ოპერაცია სტომის გამოტანით, შემდეგ კი დაენიშნა ქიმიოთერაპია. კურსის დასრულებისას გადაწყდა სტომის ჩაბრუნება, წინასაოპერაციო კვლევებმა აჩვენა ღვიძლში მცირე ზომის მეტასტაზის არსებობა. ვინაიდან მხოლოდ ჩვენს კლინიკაშია შესაძლებლობა სტომის ჩაბრუნების დროს მომხადარიყო ღვიძლის ინტრაოპერაციული აბლაცია, ოპერაცია ჩვენთან დაიგეგმა. წარმატებული ოპერაციის შემდეგ, პაციენტი  მალევე გაეწერა ბინაზე.

აღსანიშნავია,  რომ პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია წარმონაქმნის მოცულობაზე, თუმცა საშუალოდ მანიპულაცია 15 წუთიდან 30 წუთამდე მიმდინარეობს.

ღვიძლის სიმსივნის რადიოსიხშირული აბლაცია ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.



ნანახია 590-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს: