პირველად რეგიონში, ურთულესი ჩარევა ღვიძლის ქირურგიაში!

ჩვენს კლინიკაში ექიმებს ყოველდღიურად უწევთ მძიმე პაციენტების გადარჩენისთვის თავდადებული ბრძოლა და სწორედ ამ ბრძოლაში სიცოცხლის გამარჯვება წარმოადგენს ჩვენთვის მთავარ ღირსებას, როგორც პროფესიული, ისე ადამიანური კუთხით.

გვინდა, გაუწყოთ კიდევ ერთი ბედნიერი გამარჯვებისა და გადარჩენილი სიცოცხლის შესახებ, რომელშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით  ჰეპატო-პანკრეო-ბილიალური ქირურგიის, ინტერვენციული ონკოლოგიისა და ტრანსპლანტოლოგიის  დეპარტამენტის ხელმძღვანელს პროფესორ  მერაბ ჯანელიძეს და ტრანსპლანტაციის მიმართულების ხელმძღვანელს ჰეპატო ქირურგ ალექსანდრე ცირეკიძეს. ეს შემთხვევა იმითაც განსაკუთრებულია, რომ პირველად რეგიონში განხორციელდა ურთულესი ჩარევა ღვიძლის ქირურგიაში.

პაციენტი 14 წლის გოგონა, ღვიძლის იშვიათი გიგანტური ჰემანგიომით, მრავლობითი ანომალიური სისხლმომარაგებითა და არტერიულ ვენური ტრანსფორმაციით. ზეწოლით ღვიძლის კარზე, პანკრეასის სხეულსა და თავზე.

განხორციელდა მოცულობითი წარმონაქმნის რეზექცია. ოპერაციის ხანგრძლივობა 6 საათი. ინტრაოპერაციული სისხლის დანაკარგი 60 მლ.

პაციენტი   მე–7 დღეს გაეწერა ბინაზე, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.

აღსანიშნავია, რომ პაციენტი იმყოდებოდა სხვადასხვა კლინიკაში, მაგრამ ასაკისა და მდგომარეობის სირთულის გამო, ქირურგიულ ჩარევაზე თავს იკავებდნენ.

ვულოცავთ ამ წარმატებას  “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“-ს პერსონალის თითოეულ წარმომადგენელს, რომელმაც უშუალო მონაწილეობა მიიღო პაციენტის  მკურნალობაში. ვამაყობთ ჩვენი კლინიკის გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და თავდადებით და კიდევ ერთხელ საჯაროდ გამოვხატავთ, რომ ჩვენთვის თითოეული პაციენტის სიცოცხლე ფასადაუდებელია!

ონკო ქირურგია

🔝პირველად რეგიონში, ურთულესი ჩარევა ღვიძლის ქირურგიაში!🚶🏻‍♀️🔺პაციენტი 14 წლის გოგონა, ღვიძლის იშვიათი გიგანტური ჰემანგიომით, მრავლობითი ანომალიური სისხლმომარაგებითა და არტერიულ ვენური ტრანსფორმაციით. ზეწოლით ღვიძლის კარზე, პანკრეასის სხეულსა და თავზე ⬇️🗜განხორციელდა მოცულობითი წარმონაქმნის რეზექცია. ოპერაციის ხანგრძლივობა 6 საათი ⏱✔️ინტრაოპერაციული სისხლის დანაკარგი 60 მლ. 👤პაციენტი კლინიკიდან გაეწერა მე–7 დღეს, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.🏨🔝ჰეპატო-პანკრეო-ბილიალური ქირურგიის, ინტერვენციული ონკოლოგიისა და ტრანსპლანტოლოგიის დეპარტამენტი.👨‍⚕️დეპარტამენტის ხელმძღვანელი – პროფესორი მერაბ ჯანელიძე👨‍⚕️ტრანსპლანტაციის მიმართულების ხელმძღვანელი – ჰეპატო ქირურგი ალექსანდრე ცირეკიძე.📲 კონსულტაციაზე ჩაწერის მსურველები დაგვიკავშირდით :📱 595 15 30 30;📱viber +375 25 68 118 52📍 საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი მის: ფოთის ქ. # 40#WRC #ონკოლოგია #ტრანსპლანტოლოგია #ჰეპატო_ქირურგია #თანამედროვე_ტექნოლოგიები #სიმსივნური_დაზიანებების_რადიოსიხშირული_აბლაცია #არტერიული_ქიმიოემბოლიზაცია #მერაბ_ჯანელიძე #ალექსანდრე_ცირეკიძე

Posted by თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი on სამშაბათი, 05 მარტი, 2019



ნანახია 1104-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error