პროსტატის სიმსივნე

პროსტატის კიბო –  წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე, მამაკაცებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. პროსტატის კიბოთი ძირითადად 45–დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცები ავადდებიან, თუმცა არც 45 წლამდე ან 70 წელს გადაცილებულები არიან დაზღვეულები დაავადებისგან. რეკომენდირებულია, რომ  40 წელს გადაცილებულმა მამაკაცებმა ჩაიტარონ რეგულარული პროფილაქტიკური დიაგნოსტიკა, დროული და სწორი მკურნალობა თავიდან აგაცილებთ დაავადების შესაძლო გართულებებს.

მამაკაცებს, რომელთაც პროსტატის კიბოსთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვთ:

  • წელის ტკივილი;
  • ტკივილი მენჯის არეში;
  • გაძნელებული, გახშირებული და/ან მტკივნეული შარდვა

რეკომენდირებულია გაიკეთონ PSA – ის ანალიზი, რომელიც  პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შესაძლებლობას ზრდის.

ასაკთან ერთად აღნიშნული მარკერის (PSA) კონცენტრაცია სისხლში მატულობს, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს  პროსტატის კეთილთვისებიანი ასაკობრივი ჰიპერპლაზიით. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცებისათვის განსაზღვრულია PSA  კონცენტრაციის სხვადასხვა ზღვარი.

დროულად დიაგნოსტირებული პროსტატის კიბო შემთხვევათა თითქმის 100%-ში იკურნება და არა მხოლოდ იკურნება, არამედ ნერვშემნახველი  ოპერაციების შემდეგ, პაციენტს შენარჩუნებული აქვს სქესობრივი და შარდის შეკავების ფუნქციებიც.



ნანახია 203-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს: