რაზე მიგვანიშნებს ტკივილი გულმკერდის არეში?

გულმკერდის არეში ტკივილი სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების გამოვლინებაა და დროულ რეაგირებას საჭიროებს.

ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს გულთან დაკავშირებული, მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია (ათეროსკლეროზული ფოლაქი, რომელიც გროვდება არტერიების შიდა კედლებზე და გულის კუნთს უზღუდავს სისხლის მიწოდებას), აორტის აშრევება (აორტის, გულის მთავარი არტერიის შიდა შრეების გაცალკევება), პერიკარდიტი (გულის შემომსაზღვრელი შრის ანთება).

ასევე გულმკერდის არეში ტკივილს შესაძლოა გრძნობდეთ საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული მიზეზებით (გულძმარვა, საყლაპავის დაავადებები, ნაღვლის ბუშტის ან პანკრეასის პრობლემები).

შესაძლოა გულმკერდის არეში ტკივილი გამოწვეული იყოს ნერვული, ძვალ–კუნთოვანი, სასუნთქი სისტემების დაავადებებით.

როგორც ხედავთ, გულმკერდის არეში ტკივილი ყოველთვის კარდიული მიზეზით არაა განპირობებული და შესაძლოა მიზეზი იყოს არაიშემიური. სწორედ ამიტომ ნებისმიერი სახის ტკივილი გულმკერდის არეში საყურადღებოა და დროულ რეაგირებას საჭიროებს.

თუ ტკივილი გულმკერდის არეში თქვენთვის ნაცნობი ჩივილია, “საერთაშორისო სემედიცინო ცენტრი“ გულსისხლძარღვთა სისიტემის გამოკვლევების სრულ სპექტრს გთავაზობთ. თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ ეკგ – ელექტროკარდიოგრამა, რომელიც გულის მუშაობის დროს გულის კუნთში აღძრული ელექტრული იმპულსების გრაფიკული გამოსახულებაა. აღნიშნული კვლევა საშუალებას იძლევა სწრაფად განხორციელდეს გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების სარწმუნო დიფერენცირება.

კარდიოლოგიურ კაბინეტში თქვენს განკარგულებაშია ე.წ. ტრედმილი, სარბენი ბილიკი, რომლის საშუალებითაც ვატარებთ დატვირთვის ტესტს. საუბარია გარკვეული სიჩქარით მოძრავ ბილიკზე, რომელზეც პაციენტი დადის და სწორედ ფიზიკური დატვირთვის პროცესში ხდება ელექტროკარდიოგრამის ჩაწერა, რაც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ იშემიური ცვლილებების არსებობა.

ასევე გთავაზობთ გულის ექოსკოპიას. ექოკარდიოგრაფია წარმოადგენს გულის ულტრაბგერით კვლევას, რომლის საშუალებითაც ხდება გულის ღრუების, სარქველებისა და სხვა სტრუქტურების დათვალიერება, გულის კუნთის კუმშვადობისა და ფუნქციური მაჩვენებლების შეფასება.

კლინიკა გთავაზობთ ჰოლტერის მონიტორირებას, კვლევის მეთოდს, რომლის დროსაც გულის რიტმის უწყვეტი ჩაწერა ხორციელდება. გამოკვლევას ჩვეულებრივ 24 საათი ეთმობა. კვლევის ამ მეთოდს ამბულატორიულ ელექტროკარდიოგრამასაც უწოდებენ. გულის რიტმის ჩაწერა ხორციელდება გულმკერდზე დამაგრებული ელექტროდების საშუალებით. ელექტროდები პატარა პლასტიკური ფირფიტებია, რომლებიც მავთულების საშუალებით დაკავშირებულია მონიტორთან. ამ ტესტის ჩატარება დაეხმარება ექიმს შეაფასოს თქვენი გულის მუშაობა როგორც ჩვეული ფიზიკური დატვირთვის, ასევე ღამით მოსვენებულ მდგომარეობაში.

ასე რომ, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს, ჩაიტარეთ შესაბამისი კვლევები და დაიცავით თავის არასასურველი შედეგებისგან

კონსულტაციაზე ჩაწერის  მიზნით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ : 597 96 49 24

მის: ქუთაისი; ფოთის ქ.40

გისურვებთ ჯანმრთელობას!



ნანახია 698-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error