რას გვიჩვენებს სისხლის საერთო ანალიზი?

სისხლი ადამიანის ორგანიზმის სარკეს წარმოადგენს. ის ერთ–ერთი პირველი ასახავს ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ ცვლილებებს. ადამიანმა წელიწადში ორჯერ მაინც უნდა იკონტროლოს პერიფერიული სისხლის ანალიზი.

რას გვიჩვენებს სისხლის საერთო ანალიზი? რა მნიშვნელობა აქვს სისხლის კვლევას?

სისხლის საერთო ანალიზით განსაზღვრული პარამეტრები ფიზიოლოგიური და პათოლოგიური ფაქტორების საპასუხოდ განვითარებულ რეაქციას ასახავს, რაც მდგომარეობს ერითროციტების რაოდენობის, ერითროციტების დალექვის სიჩქარის, ერითროციტებში ჰეოგლობინის შემცველობის , ჰემატოკრიტს, ლეიკოციტების რაოდენობისა და ლეიკოციტების ფორმულის გამოთვლაში. აღნიშნული მახასიათებლების უტყუარი განსაზღვრისათვის უმჯობესია სისხლი უზმოდ ავიღოთ. ერითროციტები ანუ სისხლის წითელი უჯრედები ორგანიზმში აირთა ცვლას ემსახურებიან: მათ ფილტვებიდან ქსოვილებში ჟანგბადი გადააქვთ, უჯრედებს კი ცხოველმოქმედების შედეგად წარმოქმნილი პროდუქტებისაგან ათავისუფლებენ.

ერითროციტების ნაკლებობას ანემიას ანუ სისხლნაკლებობას უწოდებენ. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ქსოვილები სათანადო რაოდენობის ჟანგბადს ვერ იღებენ. ერითროციტების მკვეთრი მომატებაც (პოლიციტემია) არ არის კარგი მაჩვენებელი, ასეთ დროს სისხლის უჯრედები გროვდება ჯგუფების სახით და წარმოიშობა კაპილარების დაცობის საშიშროებაა.

სისხლში ერითროციტების რაოდენობა იკლებს სტრესის, შიმშილობის, ძლიერი ფიზიკო–ემოციური დატვირთვის, რკინისა და ვიტამინების დეფიციტის, ასევე ავთვისებიანი სიმსივნეების დროს.
საბჭოთა პერიოდიდან მოსახლეობაში გავრცელებულია შეხედულება, რომ თუ პერიფერიული სისხლის ანალიზში მომატებულია „ როე“ ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზე არ არის. რას გულისხმობს სიტყვა „როე“ ? ,, როე“ რუსული აბრევიატურაა, ის სრულად ასე იშიფრება “реакция оседания эритроцитов “. მისი ქართული შესატყვისია „ედს“ –ი (ერითროციტების დალექვის სიჩქარე).

 ედს-ის მისი მომატების მიზეზი შეიძლება იყოს:

1) მწვავე ან ქრონიკული ანთებითი დაავადებები(პნევმონია, ოსტეომიელიტი, ტუბერკულოზი, სიფილისი და სხვა);
2) მიოკარდიუმის ინფაქტი;
3) მოტეხილობისა და ტრამვების შემთხვევები;
4) ანემია;
5) თირკმლისა და სხვა ორგანოების პათოლოგიები;
6) სიმსივნეები;
7) ოპერაციის შემდგომ პერიოდი;
8)ზოგიერთი პრეპარატის მიღება.

ედს–ი მაჩვენებელი იკლებს შიმშილისა და კუნთოვანი მასის შემცირების შემთხვევაში, აგრეთვე კორტიკოსტეროიდების მიღების დროს.
აღსანიშნავია, რომ მამაკაცებს ნორმაში უფრო მაღალი ედს–ი აქვთ, ვიდრე ქალებს.
ჰემოგლობინი სისხლის ძირითადი კომპონენტია, ის სისხლის წითელი უჯრედების შემადგენლობაში შედის. სწორედ ჰემოგლობინზეა დამყარებული, თუ რამდენად კარგად შეასრულებს ერითროციტი თავის ფუნქციას, მჟავე-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებას.
ჰემატოკრიტი სისხლის ანალიზში პროცენტულად გამოისახება, ის გულისხმობს სისხლის საერთო მოცულობის თუ რა ნაწილი უკავიათ ერითროციტებს.
ლეიკოციტები ადამიანის ორგანიზმს ინფექციებისგან იცავენ. ისინი ებრძვიან მიკრობებს, ვირუსებს და სოკოვან ინფექციებს
გაზაფხულზე ადამიანები აღნიშნავენ საერთო სისუსტეს, წნევის ცვალებადობას, დაღლილობას, ამიტომ რეკომენდირებულად ითვლება სისხლის საერთო ანალიზის კონტროლი, რათა დავადგინოთ ხომ არ არის ანემია ან სხვა რომელიმე პათოლოგია.



ნანახია 1004-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error