რას მოიცავს ქიმიოთერაპიული მკურნალობა – თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგია

ქიმიოთერაპია როგორც მკურნალობის დამოუკიდებელი მეთოდი 1950 წლიდან გამოიყენება და მუდვივად განიცდის გაუმჯობესებას.

 ქიმიოთერაპიის მიზანია შენელდეს ავთვისებიანი უჯრედების ზრდა ან სრულიად შეწყდეს.

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“-ს  ქიმიოთერაპიის განყოფილებაში ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ უახლესი საერთაშორისო პროტოკოლებისა და გაიდლაინების შესაბამისად.

 ქიმიოთერაპიის მნიშვნელობაზე გვესაუბრა ქიმიოთერაპიის მიმართულების ხელმძღვანელი ტარიელ ქიტიაშვილი.

 

– რას მოიცავს ქიმიოთერაპიული მკურნალობა?

ქიმიოთერაპიული მკურნალობა ტარდება ერთი ან რამდენიმე მედიკამენტის გამოყენებით. მკურნალობის სრული ციკლი მოიცავს ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსს, რომლებიც მეორდება გარკვეული ინტერვალით. მკურნალობის თითოეული კურსი თავის მხრივ შედგება ერთი ან რამდენიმე პროცედურისგან. მკურნალობის რეჟიმს და ქიმიოთერაპიული მედიკამენტის დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი ყოველი პაციენტის  ინდივიდუალურად – მისი დიაგნოზის, თანმხლები დაავადებების, ზოგადი მდგომარეობისა და ფიზიკური მაჩვენებლების (სიმაღლე, წონა) გათვალისწინებით.

ქიმიოთერაპია შეიძლება ჩატარდეს როგორც ამბულატორულად (გადასხმის შემდეგ პაციენტი ბრუნდება სახლში), ასევე სტაციონარის პირობებში (პაციენტი ყოვნდება კლინიკაში რამოდენიმე დღე). ეს დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე და ქიმიოთერაპიულ სქემაზე,

 

-რა არის ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენები?

რაც უფრო მეტად აგრესიულია სიმსივნე, მით უფრო მაღალია ქიმიოთერაპიის ეფექტი, თუმცა ქიმიოპრეპარატებს არ შეუძლია დააზიანოს შერჩევითად მხოლოდ სიმსივნური უჯრედები. ჯანმრთელი ქსოვილის და ორგანოს დაზიანებისას გამოვლენილ სიმპტომებს ქიმიოთერაპიით გამოწვეული გვერდითი მოვლენები ჰქვია.

 

ძირითადი გვერდითი მოველენებია:

თმის ცვენა – აღსანიშნავია რომ ქიმიოთერაპიული მკურანლობის დასრულების შემდეგ თმის ზრდა განახლდება.

დაქვეითებული იმუნიტეტი – ქიმიოთერაპია აქვეითებს ბრძოლისუნარიანობას ინფექციების მიმართ, ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ იმუნიტეტი აღდგება , თუმცა ეს საჭიროებს გარკვეულ დროს.

გულისრევა და ღებინება ქიმიოთერაპიის ხშირი გვერდითი ეფექტია – თქვენი ექიმი ონკოლოგი დანიშნავს ყველა აუცილებელ პრეპარატს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი სახის გართულება. თქვენ უნდა შეეეცადოთ დაიცვათ ქიმიოთერაპიის შემდგომი დიეტა რაც ითვალისწინებს  შემწვარი, ცხიმიანი,  გამაღიზიანებელი საკვების ამოღებას რაციონიდან, მიირთვით მცირე ულუფებად და ხშირად.

ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენები შესაძლებელია სხვადასხვაგვარი სახით გამოვლინდეს, თუმცა მათი უმეტესობა ალაგდება ქიმიოთერაპიის დასრულებისთანავე.

როგორ მოვიქცეთ, რომ ქიმიოთერაპიის კურსი რაც შეიძლება მსუბუქად გადავიტანოთ?

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ავადმყოფის ემოციურ მდგომარეობას და მის ფსიქოლოგიურ დახმარებას. ამ დროს გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა, ფსიქოლოგმა. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე სწორ კვებას. საჭიროა ბოსტნეულის, პროტეინით მდიდარი საკვების, ხილის, ხილის წვენების, რძისა და რძის ნაწარმის მიღება. პაციენტი უნდა იკვებებოდეს ხშირად და მცირე ულუფებით. მნიშვნელოვანია დასვენებისა და ძილის სწორი რეჟიმის შერჩევა. უარი უნდა ითქვას თამბაქოსა და ალკოჰოლზე. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისთანავე ავადმყოფმა უნდა მიმართოს თავის მკურნალ ექიმს.

– რას თავაზობს “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“ ქიმიოთერაპიული მიმართულებით პაციენტებს?

ჩვენს კლინიკაში პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა ჩაიტარონ საკვერცხეების, კუჭ-ნაწლავის, პროსტატის, ფილტვების, ძვლების სიმსივნური დაავადებების, ლიმფომებისა და სხვა სოლიდური ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა უახლესი საერთაშორისო პროტოკოლებისა და გაიდლაინების შესაბამისად. სიმსივნის ტიპის, დაავადების სტადიისა და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით.

მკურნალობა წარიმართება როგორც ამბულატორულად, ასევე სტაციონარის პირობებში.

შესაძლებელია:
1. ზემაღალდოზიანი ქიმიოთერაპიის სტაციონარულ რეჟიმში ჩატარება
(ასევე ქიმიოთერაპია, რომელიც ტარდება სტაციონარულ რეჟიმში კონტიგენტისთვის, რომელიც ჩამოდის რაიონებიდან და არ აქვთ ადგილობრივი აკომოდაციის შესაძლებლობა);

2. ქიმიოთერაპიის შემდგომი გართულებების მართვა (ნებისმიერ კლინიკაში ჩატარებული ქიმიოთერაპიის გართულებების მართვა);

3. ონკოინკურაბელური ონკო-პაციენტების მართვა.

პაციენტისთვის შექმნილია უსაფრთხო და კომფორტული გარემო. გამოცდილი პერსონალი მუდმივად ზრუნავს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის საუკეთესო ხარისხს



ნანახია 485-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error