რა არის საშვილოსნოს მიომა?

გინეკოლოგიაში საშვილოსნოს მიომა ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი ჰორმონოდამოკიდებული სიმსივნეა. გვხვდება 35 წლის ზემოთ ქალების 25-30%-ში და პრეკლიმაქსურ ასაკში 30-35%. დაავადება იწყება საშვილოსნოს კედელში კვანძების წარმოქმნით, ყველაზე ხშირად გვხვდება, სხვადასხვა ადგილას განვითარებილი მრავლობითი მიომატოზური კვანძები.

ჩივილები დაკავშირებულია ფიბრომიომის კვანძების სიდიდესთან, მის განლაგებასთან, ზრდასთან, დაავადების ხანგრძლივობასთან და სხვა ფაქტორებთან.

აღსანიშნავია შემდეგი სახის ჩივილები:


-სიხლდენა-გახანგრძლივებული და ჭარბი მენსტრუაცია. სისხლდენა, ზოგჯერ არ არის დაკავშირებული მენსტრუაციასთან, აღინიშნება მენსტრუაციათა შორის პერიოდში.
– ტკივილი მუცლის არეში, გამოწვეულია იოგოვანი აპარატის დაჭიმვით.
– მეზობელ ოგრანოებზე ზეწოლა, მზარდი მიომის შემთხვევაში, რაც იწვევს მეზობელი ორგანოს ფუნქციის დარღვევას. შარდის ბუშტზე ზეწოლის შემთხვევაში, გამოიხატება შარდის გამოყოფის დარღვევები – ხშირი შარდვა ან შეუკავებლობა. სხვა პროექციით ზრდის შემთხვევაში, ხდება სწორ ნაწლავზე ზეწოლა. რასაც მოჰყვება ნაწლავის ფუნქციის დარღვევა- ყაბზობა (შეკრულობა), დეფეკაციის დროს ტკივილი.

დიაგნოსტიკა ხდება : მეან- გინეკოლოგის მიერ ვაგინალური გასინჯვის საფძველზე.
დიაგნოზის დასაზუსტებლად, და კვანძის ზუსტი ლოკალიზაციისათვის, გამოიყენება ულტრაბგერითი გამოკვლევა. ასევე საჭიროებისამებრ გამოიყენება სხვა თანამედროვე კვლევის მეთოდები.

 მკურნალობა: საერთო მდგომარეობის შეფასებითა და თანმხლები დააავადებების გათვალისწინებით ირჩევა მკურნალობის მეთოდი: კონსერვატიული ანუ მედიკამენტური და ქირურგიული მკურნალობა.



ნანახია 930-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error