რა დაავადებაა ოსტეოართრიტი და როგორ ხდება მისი მკურნალობა?

თუ რა დავადებაა ოსტეოართრიტი და როგორ ხდეbა მისი მკურნალობა ამ თემაზე დაწვრილებით გვესაუბრება “საერაშორისო სამედიცინო ცენტრი“-ს ექიმი ტრავმატოლოგი გოგი ცერცვაძე.

– რა დაავადებაა მუხლის სახსრის ოსტეოართრიტი?

ალბათ ბევრისთვის ნაცნობია, ტკივილის თანდათანობითი მატება, შებოჭილობა და შეშუპება მუხლის სახსარში ეს არის ოსტეოართრიტის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები. მუხლის სახსრის ართრიტი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, თუმცა ოსტეოართრიტი მათ შორის არის ყველაზე გავრცელებული ფორმა. ამ დეგენერაციულმა პროცესმა შეიძლება საბოლოოდ გამოიწვიოს სახსრის ფუნქციის მოშლა, ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა სახსარში.

ტკივილი და შებოჭილობის შეგრძნება სახსარში რომელიც დასაწყის ეტაპზე შეიძლება დროდადრო ქრებოდეს გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდება მუდმივი ხასიათის. ასევე ძნელდება ისეთი ყოველდღიური მოქმედებები, როგორიცაა კიბეზე ასვლა, სკამიდან ადგომა და სხვა.

ოსტეოართრიტის განვითარების რამდენიმე ფაქტორი არსებობოს, ესენია: ასაკი (45 წელს ზევით), გადატანილი ტრავმები მუხლის სახსარზე და ჭარბი წონა.

  • რა სიმპტომებით ხასიათდება?

მახასიათებელი სიმპტომებია

  • ტკივილი რომელიც შეიძლება დროდადრო ქრებოდეს ან და იყოს მუდმივი ხასიათის, რაც გამოვლინდება პერიოდული მატებით. ჩეულებრივ ეს დამოკიდებულია დაავადების ხარისხზე და ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაზე.
  • სახსრის შებოჭილობა (მოძრაობის შეზღუდვა) ოსტეოართრიტის დასაწყის ეტაპზე შებოჭილობა შეიძლება გამოხატული იყოს დილით როდესაც გაღვიძებიდან გარკვეული პერიოდი შეზღუდულია მოძრაობები სახსარში. მოძრაობის შეზღუდვა სახსარში დაავადების პროგრესირებასთან ერთად იზრდება.
  • შეშუპება
  • სახსრის ტკაცუნი და რაც გამოხატულია იმ შემთხვევაში როდესაც სახსრის ხრტილოვანი ნაწილი აღარ ასრულებს თავის ფუნქციას და არ იცავს ძვლებს ხახუნისგან, ამ სიმპტომს სამედიცინო ენაზე ეწოდება კრეპიტაცია.

 -როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება?

ოსტეოართროზის დიაგნოსტიკისთვის სპეციფიკური ლაბორატორიული ტესტები არ არსებობს, მაგრამ შეიძლება ჩატარდეს კვლევა ართრიტის სხვა ფორმების გამოსარიცხად. ოსტეოართრიტის დროს, ართრიტის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, არ შეინიშნება სისხლის ანალიზის ცვლილებები; არ არსებობს რევმატოიდული ფაქტორი, რომელიც რევმატოიდული ართრიტისთვის არის დამახასიათებელი; სისხლის შრატში არ არის მომატებული შარდმჟავას დონე, რაც პოდაგრის დამახასიათებელი ნიშანია. ექიმი გთხოვთ, აღწეროთ ნებისმიერი ფიზიკური დაძაბულობა და დაზიანება, რომელსაც, სავარაუდოდ, მოჰყვა ტკივილი. საერთო დათვალიერება განსაკუთრებული ყურადღებით ჩატარდება, განსაკუთრებით – შემაწუხებელი სახსრების მიდამოებში. რენტგენოლოგიური გამოკვლევა დიაგნოზის დასმაში გვეხმარება, მაგრამ არ იძლევა პროცესის პროგნოზირების საშუალებას. რენტგენოგრამას შეუძლია გვაჩვენოს ვრცელი ცვლილებები, მაგრამ ეს კლინიკაში სულაც არ ნიშნავს ძლიერ ტკივილებს ან პაციენტის შრომისუუნარობას. კვლევის დამატებითი მეთოდებიდან შეიძლება დაგვეხმაროს სახსრების თერმოგრაფიული (თბოვიზია) და ულტრაბგერითი (“ექო”) გამოკვლევა სახსარში ან მის გარემომცველ ქსოვილებში ანთებითი პროცესების გამოსავლენად, რომელთა დანახვაც რენტგენოგრამაზე შეუძლებელია.

 

-როგორ ვუმკურნალოთ ოსტეოართრიტს?

 

მკურნალობა მოითხოვს მრავალმხრივ მიდგომას. დიდი მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკურ ღინისძიებებს, კერძოდ იმ ფაქტორების დროულ გამოვლინებასა და აღკვეთას, რომლებიც ხელს უწყობენ დაავადების განვითარებას. მკურნალობა მოიცავს: ფიზიოთერაპიას, რეაბილიტაციას, თერმოთერაპიას, კრიოთერაპიას, მასაჟს, ელექტროთერაპიასა და ორთიპედიულ ტექნიკურ საშუალებებს. კარგ შედეგს იძლევა ველოსიპედით სიარული, ცურვა; დაავადების ადრეულ სტადიებზე, ზოგჯერ ეფექტურია ბალნეო და ტალახით მკურნალობა.

 

მკურნალობის დროს ასევე, მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ჰიალურონის მჟავის ინექციებსა და სიმპტომურ ნელამოქმედ საშუალებებს, როგორიცაა გლუკოზამინი, ქონდროიტინი, დიაკერეინი და სხვა. ასევე, შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვა სამკურნალო პროცედურები სახსარშიდა ინექციები და სახსრის ლავაჟი. დაზიანებული სახსრის მიშვნელოვანი დარღვევებისას, მყარი ტკივილების დროს ტარდება სხვადასხვა სახის ქირურგიული ოპერაციები.

და მაინც ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი ოსტეოართრიტი და მისი დროული მკურნალობა რჩება ამ დაავადების საუკეთესო გამოსავალი.



ნანახია 311-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error