რა კატეგორიის პაციენტებმა უნდა ჩაიტარონ დატვირთვის ტესტი?

ტრედმილი, სარბენი ბილიკი არის საუკეთესო საშუალება დროულად გამოვავლინოთ მიოკარდიუმის იშემია, შევაფასოთ მისი სიმძიმე და მოვახდინოთ ამ მძიმე დაავადების პროფილაქტიკა.

ელექტროკარდიოგრაფიული დატვირთვის ტესტი (ერთგვარი სარბენი ბილიკი, გარკვეული სიჩქარით მოძრავი ბილიკი, რომელზეც პაციენტი დადის და სწორედ ფიზიკური დატვირთვის პროცესში ხდება ელექტროკარდიოგრამის ჩაწერა) მოწოდებულია მიოკარდიუმის იშემიის დასადგენად ან შესაფასებლად გიდ-ის (გულის იშემიური დაავადება) მქონე პაციენტებში ან პირებში, რომლებიც საეჭვოა გიდ-ზე.

 

ვინ უნდა ჩაიტაროს დატვირთვის ტესტი, ისარგებლოს ტრედმილით, სარბენი ბილიკით

რეკომენდებულია:

  • გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკების მქონე პაციენტებისთვის;
  • დიაბეტით დაავადებული უსიმპტომო პაციენტებისთვის, რომლებიც აპირებენ ვარჯიშს დიდი დატვირთვებით;
  • სპეციფიკური პროფესიის მქონე 40 წელს გადაცილებული უსიმპტომო მამაკაცებისთვის, მაგალითად, ავტობუსის მძღოლები, მფრინავები;
  • პაციენტები, რომლებზეც ვეჭვობთ დატვირთვით გამოწვეული არითმიების არსებობას.

 კვლევის მიმდინარეობა..

 ტესტის პრინციპი ეფუძნება ფიზიოლოგიურ მექანიზმს, რომლის დროსაც გულის მუშაობისას მუდმივად უნდა იყოს შენარჩუნებული ბალანსი მიოკარდიუმისათვის ჟანგბადის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის. დაუზიანებელი სისხლძარღვების შემთხვევაში, დატვირთვის მომატებისას, სისხლძარღვები ფართოვდება და გულის სისხლმომარაგება იზრდება (დადგენილია, რომ საჭიროების შემთხვევაში, კორონარული სისხლის ნაკადი, მისი მოსვენების დონესთან შედარებით 5-ჯერ მატულობს), თუმცა ათეროსკლეროზული დაზიანების შემთხვევაში, სისხლძარღვები ვერ ფართოვდება, ვეღარ უზრუნველყოფს გულის კუნთს მომატებული სისხლმომარაგებით და ჟანგბადის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი ირღვევა. სწორედ ამ დროს პაციენტს უვითარდება სიმპტომები, ხოლო ელექტროკარდიოგრამაზე ვლინდება შესაბამისი ცვლილებები.

რა ტიპის პათოლოგიებისა თუ დაავადებების გამოვლენის საშუალებას გვაძლევს დატვირთვის ტესტი..

ტესტის უპირატესობაა ის, რომ დატვირთვის მსვლელობისას ტარდება გულისცემის სიხშირისა და არტერიული წნევის მონიტორინგი. საშუალება გვეძლევა, რომ უწყვეტად დავაკვირდეთ ელექტროკარდიოგრამის ჩანაწერს და დავადგინოთ ისეთი ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები, როგორიცაა st სეგმენტის დეპრესია ან დატვირთვასთან ასოცირებული რიტმისა და გამტარებლობის დარღვევები.

დატვირთვის ტესტამდე რა ტიპის გამოკვლევები ესაჭიროება პაციენტს?

პაციენტს დატვირთვამდე 2-3 საათით ადრე არ უნდა ჰქონდეს მიღებული საკვები, არ უნდა მოსწიოს თამბაქო და 12 საათის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს შესრულებული მძიმე ფიზიკური სამუშაო. პაციენტმა დროებით უნდა შეწყვიტოს ისეთი პრეპარატების მიღება, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ტესტის შედეგზე.

პროცედურამდე საჭიროა პაციენტის მოკლე ანამნეზის შეკრება და აუსკულტაციური გამოკვლევა, რათა დავრწმუნდეთ მისი მდგომარეობის სტაბილურობაში.

ტესტის წინ პაციენტმა უნდა გადაიღოს 12-განხრიანი ელექტროკარდიოგრამა ჯერ მწოლიარე მდგომარეობაში, შემდგომ ფეხზე დგომისას და ჰიპერვენტილაციის (ღრმა და გახშირებული სუნთქვა) შემდგომ.

რესპირაციის, გულისცემის სიხშირისა და არტერიული წნევის ცვლილების ხასიათი, დატვირთვის ინტენსივობის მიღწეული დონე საშუალებას გვაძლევს რაოდენობრივად შევაფასოთ კარდიოვასკულური კონდიცია და ფუნქციონირება.

“საერთაშორიოსო სამედიცინო ცენტრი“ მისამართიქალაქი ქუთაისიფოთის ქუჩა N40.

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლცენტრისდახმარებით ნომერზე: 597 96 49 24

გისურვებთ ჯანმრთელობას!



ნანახია 500-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error