“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“-ში ბარიატრიული ქირურგები საჩვენებელ ოპერაციას ჩაატარებენ!

30  მარტს “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრში “ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი. სასწავლო ცენტრ „ექსელენსი“-ს ხელმძღვანელი, პროფესორი დავით აბულაძე ჩაატარებს მასტერ კლასს ბარიატრიულ ქირურგიაში. მასტერ კლასის ფარგლებში ადგილობრივი კლინიცისტებისათვის გაიმართება ინტერაქტიული ლექცია-სემინარი. რის შემდეგაც ჩატარდება საჩვენებელი ბარიატრიული ოპერაცია, რომელსაც ერთობლივად გააკეთებენ კლინიკის ქირურგიული სამსახურის უფროსი ბესო აბულაძე და პროფესორი დავით აბულაძე.

მასტერ კლასზე დასწრების მსურველები დაგვიკავშირდით: 597 96 49 24

30.03.2019  დასაწყისი 11:00 საათზე!

“მედიქალ სითი“-ს საკონფერენციო დარბაზი



ნანახია 1420-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error