“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“-ს ენდოსკოპიური კაბინეტი!

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“ გთავაზობთ ენდოსკოპიური კვლევებისა და მანიპულაციების სრულ სპექტრს!

კლინიკის ენდოსკოპიური კაბინეტი აღჭურვილია „Olympus“-ის ფირმის უახლესი აპარატურით (იაპონია).

ენდოსკოპიურ გამოკვლევებს ატარებენ გამოცდილი სპეციალისტები:

მანანა ალფაიძე – ექიმი ენდოსკოპისტი

შოთა ოჩიგავა – ექიმი ენდოსკოპისტი

პაციენტებს შეუძლიათ ჩაიტარონ:

საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემების დაავადებათა დიაგნოსტიკა, მკურნალობა, მკურნალობის კონტროლი და პროფილაქტიური პროცედურები.

კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

დიაგნოსტიკური გასტროსკოპია: საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი, სიმსივნური და სხვა დაავადებების გამოვლენა.

კვლევები:

-კოლონოსკოპია

-ბრონქოსკოპია

-გასტროფიბროსკოპია

-დუოდენოსკოპია

-ინტრაოპერაციული ქოლედოქოსკოპია

საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“-ში დიდი ყურადღება ეთმობა იმ საკითხს, რომ მომსახურების პროცესში პაციენტებმა კომფორტულად იგრძნონ თავი. მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ნებისმიერი მანიპულაცია მსუბუქი ნარკოზის გამოყენებით ჩატარდეს, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ენდოსკოპიურ კვლევასთან დაკავშირებული დისკომფორტი, ტკივილი და სხვა ნეგატიური შეგრძნებები.

 

რომელი დაავადებების მკურნალობისას მიმართავენ ენდოსკოპიას?

 

ენდოსკოპიური მეთოდი გამოიყენება:

 

-წყლულიდან სისხლდენის შესაჩერებლად (ენდოსკოპიური ჰემოსტაზი),

-საყლაპავის ვარიკოზული ვენების ენდოსკოპიური ლიგირებისას,

-ნაღვლის სადინრიდან კენჭის ენდოსკოპიური ამოღებისას (პაპილოსპინქტეროტომია),

-არასიმსივნური წამონაზარდების (პოლიპების) მოცილებისას

-ტრაქეობრონქული ხის სანაციისას

-უცხო სხეულის ამოღებისას ტრაქეიდან და ბრონქებიდან, ასევე კუჭიდან.

-და სხვა დაავადებების მკურნალობისას.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ თანამედროვე მედიცინის უპირატესობას ბევრწილად სწორედ ინსტრუმენტული კვლევის მეთოდები წარმოადგენს. დაავადების წარმატებული მკურნალობის პირველი და უმთავრესი საფეხური კი მისი ადრეული დიაგნოსტიკაა. ასე რომ, გირჩევთ, ნებისმიერი ჩივილის გაჩენის შემთხვევაში, დროულად მიმართოთ ექიმს.

 

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ქოლ ცენტრს ნომერზე: 571 18 27 67

გისურვებთ ჯანმრთელობას!



ნანახია 389-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error