“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“-ს ექოსკოპიური სამსახური!

ულტრაბგერითი გამოკვლევა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი შეუცვლელი ინსტრუმენტია. ის საშუალებას იძლევა მოხდეს შინაგანი ორგანოების სტრუქტურის შეფასება, გამოვლინდეს სიმსივნური წარმონაქმნები, კისტები, სხვადასხვა ჩანართები, კენჭები, უცხო სხეულები და სხვა.

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი” პაციენტებს  თავაზობს, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ულტრაბგერით დიაგნოსტიკას.

მაღალი სიმძლავრის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკური აპარატი Toshiba Xario 200 არის ეკოლოგიურად სუფთა, უკანასკნელი ტექნოლოგიების, კომპაქტური, ულტრაბგერითი აპარატი, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხის გამოსახულებით. იგი ასევე გამოირჩევა ფართო სპექტრის კლინიკური თვისებებით და განკუთვნილია სამეანო, გინეკოლოგიური და მუცლის ღრუს ულტრაბგერითი ვიზუალიზაციისათვის.

ასევე პაციენტებს შეუძლიათ ჩაიტარონ ფარისებრი, სარძევე ჯირკვლებისა და პერიფერიული ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი გამოკვლევა.

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აპარატი Toshiba Xario 200 იძლევა ზუსტ ვიზუალიზაციას არსებული პათოლოგიების მიმართ. მისი როლი, როგორც სადიაგნოსტიკო საშუალების, ძალზედ მნიშვნელოვანია პაციენტის შემდგომი მკურნალობის შერჩევისათვის.

 

თუ რა  კვლევების სპექტრს ვთავაზობთ პაციენტებს და რატომ არის აუცილებელი ყოველწლიურად პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება – ამ და სხვა შეკითხვებს “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“-ს ექიმი რადიოლოგი ლიკა კუხიანიძე პასუხობს.

 

რას  გულისხმობს ულტრაბგერითი გამოკვლევა?

ულტრაბგერითი გამოკვლევა  ეს არის ორგანოთა და ქსოვილთა მდგომარეობის გამოკვლევა ულტრაბგერითი ტალღებით. გაივლის რა ქსოვილებს, უფრო სწორედ, ქსოვილთა საზღვრებს, ულტრაბგერა აირეკლება.  სპეციალური გადამცემი აფიქსირებს ამ ცვლილებებს, რომლებიც წარმოადგენენ გამოსახულების საფუძველს. დიაგნოსტიკის ეს მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, ის არაინვაზიური, სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხოა და ამასთანავე, ძალიან ინფორმატიული.

 

რის შესახებ გვაძლევს ინფორმაციას ექოსკოპია?

ულტრაბგერითი გამოკვლევა საშუალებას იძლევა მოხდეს შინაგანი ორგანოების სტრუქტურის შეფასება, გამოვლინდეს სიმსივნური წარმონაქმნები, კისტები, სხვადასხვა ჩანართები, კენჭები, უცხო სხეულები და სხვა. ულტრაბგერითი გამოკვლევის მეშვეობით შესაძლებლია დადგინდეს შინაგანი ორგანოების ზომები, სისხლძარღვების დიამეტრი, დოპლეროგრაფიის (ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლერის ეფექტით) მეშვეობით კი ისაზღვრება სისხლის ნაკადის სიჩქარე მაგისტრალურ სისხლძარღვებში.ულტრაბგერითი გამოკვლევა ფართოდ გამოიყენება კარდიოლოგიაში, გინეკოლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში, უროლოგიაში და ა.შ. გარდა ამისა, ულტრასონოგრაფიული გამოკვლევით მიღებული ინფორმაცია უაღრესად მნიშვნელოვანია არამხოლოდ დაავადების დიაგნოსტიკის, არამედ შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისთვისაც.

 

რომელი ულტრაბგერითი გამოკვლევები ტარდება “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“-ში?

ჩვენს კლინიკაში ხდება პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და რბილი ქსოვილის სრულფასოვანი კვლევა, ესენია:

 

-ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა

-ექოკარდიოგრაფია

-ტრანსეზოფაგული ექოკარდიოგრაფია

-ლიმფური ჯირკვლების

-სარძევე ჯირკვლის

-ელენთის

-ღვიძლის

-ნაღვლის

-პანკრეასის

-თირკმლების

-შარდის ბუშტის

-წინამდებარე ჯირკვლის

-საშვილოსნოს

-რბილი ქსოვილების

-სახსრების ულტრაბგერითი გამოკვლევა

პროსტატა და სათესლე პარკი

-ნაყოფის დეტალური ულტრაბგერითი  კვლევა

-ნეიროსონოსკოპია

-სისხლძარღვების დუპლექს სკანირება და სხვ.

 

რა კვლევას გულისხმობს სისხლძარღვების დუპლექს სკანირება?

– დუპლექს სკანირება კვლევის ორმაგ მეთოდს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ხდება სისხლძარღვების როგორც ექოსკოპიური, ისე  ულტრაბგერითი კვლევა დოპლერის ეფექტით.

დუპლექს სკანირების მეთოდი  საშუალებას იძლევა ერთდროულად მოხდეს სისხლძარღვის სტრუქტურის შეფასება და მასში სისხლის ნაკადის მიმართულებისა და სიჩქარის განსაზღვრა.

დოპლეროგრაფიის მეშვეობით ხდება სისხლის ნაკადის ცვლილებების განსაზღვრა , რაც თავის მხრივ შეიძლება  დაკავშირებული იყოს სისხლძარღვების სპაზმთან, სტენოზთან, თრომბოზთან. ვლინდება სისხლძარღვოვანი ანომალიები, ათეროსკლეროზული ბალთების არსებობა, სისხლძარღვის დაზიანების ხარისხი, ხდება კოლატერალური სისხლის მიმოქცევის ეფექტურობის შეფასება.

ღრმა ვენების დოპლეროგრაფია საშუალებას იძლევა განისაზღვროს მისი გამავლობა, თრომბოზის არსებობა, შეფასდეს სარქვლოვანი აპარატის მდგომარეობა.

სისხლძარღვების დუპლექს სკანირება გამოიყენება შემდეგი დაავადებების დიაგნოსტირებისათვის:

-საძილე არტერიების ოკლუზიური დაავადებები (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა);

– ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება;

– ქვემო კიდურების დაავადებები – მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, არტერიების ანევრიზმა, ღრმა ვენების თრომბოზი;

-ზემო კიდურების დაავადებები – რეინოს დაავადება, ვენების თრომბოზი, გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომი;

-აორტისა და თეძოს სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადება;

– აორტის ანევრიზმა.

 

რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა პათოლოგიის არსებობის შემთხვევაში,  ადრეულ დიაგნოსტიკა?

დაავადების წარმატებული მკურნალობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტიკას. საწყის ეტაპზე აღმოჩენილი დარღვევა და დროული მკურნალობის დაწყება თითქმის ყველა შემთხვევაში პაციენტის სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება. აღსანიშნავია, რომ ყოველ 6 თვეში/წელიწადში ერთხელ პროფილატიკის მიზნით ჩატარებულ გამოკვლევებს პრაქტიკულად მინიმუმამდე დაჰყავს ლეტალური შედეგები.

 

ასე რომ, ნუ გამოუტანთ საკუთარ თავს განაჩენს, დაუთმეთ დრო საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და თავიდაც აიცილეთ შესაძლო გართულებები.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

“საერთაშორისო სემედიცინო ცენტრი“ მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ფოთის ქუჩა №40;

 

“საერთაშორისო სემედიცინო ცენტრ“-ს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე: 571 18  27  67

 

 



ნანახია 597-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error