სლივ–გასტრექტომია – ნაკლებად ინვაზიური ქირურგიული ჩარევა 100%–იანი შედეგით!

ჭარბ წონას ბევრი ებრძვის, მაგრამ მიზანი იოლი მისაღწევი არ არის. ენდოკრინოლოგისა თუ დიეტოლოგის მცდელობის შემდეგ ქირურგის ჯერი დგება. სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობა გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყეს, ლაპაროსკოპიულმა მიდგომამ კი ის გავრცელებულ ქირურგიულ ჩარევად აქცია.

სლივ–გასტრექტომია კუჭის ვერტიკალური რეზექციაა, რომლის დროსაც მცირდება კუჭის მოცულობა. ამოსაკვეთ ნაწილთან ერთად იმ ჰორმონის გამომამუშავებელი უჯრედების მოცილებაც ხდება, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი. საუბარია გრელინზე, რაც შიმშილის გრძნობას იწვევს.  ოპერაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 1.5–2 საათია და ოპერაციის შემდეგ პაციენტი პრაქტიკულად 3-4 დღეში ეწერება სტაციონარიდან.

როდის ხდება საჭირო წონის დასაკლებად ქირურგიული ჩარევა?

ოპერაციის გაკეთება წყდება მაშინ, როცა სხეულის მასის ინდექსი  არის მაღალი, პაციენტს კი უკვე რამდენჯერმე აქვს ნაცადი დიეტა, რომლითაც დაიკლო, მაგრამ ვერ შეინარჩუნა დაკლებული წონა. ასეთ პაციენტებთან დიეტებს ნაკლებად აქვს შედეგი და საჭირო ხდება ორგანიზმზე უფრო აგრესიული, დარტყმითი ეფექტი, რომ დაიკლოს წონა. სწორედ ასეთი ეფექტია ოპერაცია. ეს აუცილებელია, რადგან ჭარბი წონის გამო ამ პაციენტებს უჩნდებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები – სახსრების ტკივილი, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა და სხვა. ოპერაციით კი უმჯობესდება და ხანგრძლივდება პაციენტის სიცოცხლე.  სლივ–გასტრექტომიის დახმარებით პაციენტი ემშვიდობება ზედმეტ წონას და ამასთან, სიმსუქნის თანმხლები დაავადებების რეგრესი ხდება.

 

 

რა უპირატესობები აქვს ლაპარასკოპიულ მეთოდს?

ლაპარასკოპიულ ოპერაციას საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს. უპირველეს ყოვლისა ნაკლებტრავმულია, ამიტომ რეაბილიტაციის პერიოდიც უფრო სწრაფად და მარტივად მიმდინარეობს, ოპერაციის შემდგომი პერიოდიც გაცილებით ხანმოკლე და მსუბუქია. ასევე განსაკუთრებული მოვლა, წოლითი რეჟიმი და ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა საჭირო არ არის, პოსტოპერაციული გართულების რისკი ნაკლებია. ნაკერები უფრო ადვილად ხორცდება, მათი ზომის გამო.

ლაპარასკოპიული ოპერაციების დროს მუცლის ღრუ დახურული რჩება, ამიტომ ოპერაციის შემდგომი ინფექციის რისკი მინიმალურია. ოპერაციიდან მეორე დღეს პაციენტი ფეხზე დგება, აქტიურდება და ხუთ დღეში ეწერება ბინაზე.

სლივ-გასტრექტომიის ოპერაცია ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“-ში თქვენი  ჯანსაღი წონის დაბრუნებაზე იზრუნებს გამოცდილ ქირურგთა გუნდი.

კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის აპარატურით, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოპერაციის წარმატებაში და ამცირებს გართულებების რისკს.

 

“საერთაშორიოსო სამედიცინო ცენტრი“ მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ფოთის ქუჩა N40.

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლცენტრის დახმარებით ნომერზე: 597 96 49 24

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგს,  ბესო აბუაძეს  ნომერზე: 599 20 70 75

გისურვებთ ჯანმრთელობას!



ნანახია 639-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error