უპრეცენდეტო აქცია ქალბატონებისთვის – ჩაიტარე გინეკოლოგიური კვლევები სრულიად უფასოდ!

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“ გთავაზობთ სრულ გინეკოლოგიურ გამოკვლევას.ჩაიტარეთ სრულიად უფასოდ გინეკოლოგის კონსულტაცია, მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპიური კვლევა, კოლპოსკოპიური კვლევა, პაპ ტესტი. აქციაში მონაწილეობა შეუძლიათ 30 წლის ზემოთ ქალბატონებს!

მრავალი გარემო ფაქტორების, გენეტიკური განწყობის და სხვა რიგი მდგომარეობების გამო საგრძნობლად იმატა ონკოლოგიური პათოლოგიების სიხშირემ. მათი დაგვიანებული გამოვლენა ხშირ შემთხვევაში მძიმე და არასაიმედო გამოსავლით სრულდება.

ზოგადად საშვილოსნოს ყელის  ავთვისებიანი პათოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე ჩუმად და უსიმპტომოდ მიმდინარე ვერაგი პათოლოგიებია. სწორად ამიტომ საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების სკრინინგული გამოკვლევა, კერძოდ კოლპოსკოპიისა და   და პაპ ტესტის რუტინული ჩატარება ერთერთი მარტივი და უსაფრთხო მეთოდია მათ გამოსავლენად. საშვილოსნოს ყელის დიასპლაზიების ადრეული გამოვლენა გადარჩენის გარანტია.

ჩვენი კლინიკა გთავაზობთ სრულ გინეკოლოგიურ გამოკვლევას, ადრეულ სკრინინგს და დროულ მკურნალობას. აქცია მოქმედებს პირველი ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით. აქციის ფარგლებში კონსულტაციას გაგიწევთ ექიმი გინეკოლოგი ნესტან ბარდაველიძე. ქ-ნ ნესტანს სამედიცინო განათლება მიღებული აქვს ქ. კრასნოიარსკის (რუსეთი) სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში, სპეციალობა- მკურნალი ექიმი. ქ. კრასნოიარსკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გაირა ორდინატურა მეან გინეკოლოგიის მიმართულებით. 2004 წელს აიღო რუსეთის სახელმწიფო ლიცენზია – სპეციალობა მეან გინეკოლოგი. 2004-2007 წ მუშაობდა კრასნოიარსკის სამხარეო სამშობიარო სახლში. 2008-2016 წ მუშაობდა ექიმ გინეკოლოგად კლინიკა “ლჯ“-ში.

2017წ სწავლობდა IDaF- ის ინსტიტუტში ქ. დიუსელდორფში (გერმანია).

2017-2018 აწარმოებდა ვოლონტიორულ სამედიცინო საქმიანობას გერმანიასა და შვეიცარიაში.
იგი მუდმივად მონაწილეობს სამედიცინო განათლების პროგრამით აკრედიტირებულ ტრენინგებსა და საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციებში.

აქციით სარგებლობის მსურველები გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 571 18 27 67 რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციით!



ნანახია 437-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error