უფასო გასვლითი აქცია – სამტრედია

15 ივნისს, საერთაშორისო სამედიცინო ცენტრის ექიმებმა სამტრედიაში, კლინიკა ,,ხარებაში“, უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარეს მოსახლეობას. აქციის ფარგლებში, ქალაქის ნებისმიერ მაცხოვრებელს საშუალება მიეცა, მიეღო უფასო კონსულტაცია “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი”-ს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპეციალისტებისგან.

 კონსულტაციებს ატარებდნენ:

-კარდიოლოგი
-ოფთალმოლოგი
-გინეკოლოგი
-ნევროლოგი
-ენდოკრინოლოგი
-მამოლოგი
-ქირურგი
-უროლოგი
-ანგიოლოგი
-ტრავმატოლოგი
-ჰეპატო ქირურგი

აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში პაციენტებს ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევებიც.

მოხარულნი ვართ, რომ აქციაზე ქალაქის მერი ვალერი ფოცხვერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გვეწვივნენ და გამოხატეს სრული მხარდაჭერა აქციაში მონაწილე  ექიმების მიმართ.

გვინდა, გაცნობოთ, რომ ეს აქცია არ იქნება ერთჯერადი ხასიათის, გაგრძელდება  და მოიცავს მთელ რეგიონს.

 



ნანახია 499-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error