ყველა მამაკაცის, განსაკუთრებით კი 40 წელს გადაცილებულთა საყურადღებოდ! ჩაიტარეთ კვლევები პროსტატის სიმსივნის სადიაგნოსტიკოდ!

პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) კიბო ავთვისებიანი სიმსივნეა. ის მამაკაცებში კიბოს ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმაა.

პროსტატა და მასში მიმდინარე სამი დაავადება:

  • პროსტატიტი –  მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა. წინამდებარე ჯირკვალი, უზრუნველყოფს სპერმის გათხევადებას, ხელს უწყობს განაყოფიერების პროცესს, მონაწილეობს შარდვის აქტსა და ეაკულაციის – თესლდანთხევის – პროცესში.
    პროსტატიტი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა 25-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის. 30 წლის შემდეგ პროსტატიტით ავადდება ძლიერი სქესის წარმომადგენელთა 30%, 40 წლის შემდეგ – 40%, 50 წლის შემდეგ – 50% და ა.შ
  • ადენომა – წინამდებარე ჯირკვლის პათოლოგიური გადიდება – კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიაა. ის ყველაზე ხშირად 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს უვითარდებათ. აქედან გამომდინარე მის განვითარებაში დიდ როლს მიაკუთვნებენ ჰორმონულ დისბალანსს – ანდროგენებსა და ესტროგენებს (შესაბამისად მამაკაცისა და ქალის სასქესო ჰორმონებს) შორის თანაფარდობის დარღვევას.
  • კიბო ( ადენოკარცინომა) – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა. ის მამაკაცთა ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზთა შორის პირველ ან მეორე ადგილზეა.

სამივე მდგომარეობის წამყვანი მექანიზმი არის, ჯირკვლის უჯრედებში და ქსოვილში მიმდინარე მუდმივი ანთებითი პროცესი. ქვემოთ ჩამოთვლილი ჩივილები მიგანიშნებთ პროსტატის პრობლემებზე. ასეთ დროს აუცილებელია მიმართოთ უროლოგს და დროულად აიცილოთ თავიდან გართულებები.

თუ გაწუხებთ შემდეგი ჩივილები:

  • ხშირი შარდვა
  • სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება
  • შარდვის დროს წვა
  • გაძნელებული შარდვა
  • შარდვის დროს ტკივილი
  • წელის ქვედა ნაწილში ტკივილი
  • შარდის წყვეტილი ნაკადი
  • შარდის ნაკადის შემცირება
  • ნარჩენი შარდი (როცა შარდის ბუშტი სრულად არ იცლება)

პროსტატა – წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების სიხშირე დროთა განმავლობაში მატულობს. პროსტატის დაავადებების განვითარების მნიშვნელოვან რისკ – ფაქტორად მიიჩნევენ ასაკს.  ასაკის მატებასთან ერთად იზრდება დაავადებების განვითარების შესაძლებლობა



ნანახია 252-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error