ჩვენს გუნდს ინტერვენციული კარდიოლოგიის უმაღლესი კატეგორიის ექიმი ალექსანდრ დვორაკოვსკი შემოუერთდა

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“-ს მედიკთა გუნდს მუდმივი თანამშრომლის სტატუსით, ინტერვენციული კარდიოლოგიის უმაღლესი კატეგორიის ექიმი, ალექსანდრ დვორაკოვსკი შემოურთდა. ბ-ნ დვორაკოვსკი ინტერვენციული კარდიოლოგიის ავსტრიული სკოლის წარმომადგენელია.

მას აქვს დიდი გამოცდილება კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებისთვის კორონაროგრაფიის, ანგიოპლასტიკის, სტენტირების, თრომბოასპირაციის, ინტრააორტული ბალონური კონტრპულსაციის და სისხლძარღვშიდა ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარების, როგორც გეგმურ, ასევე  ურგენტულ რეჟიმში.

ბელორუსიაში მან პირველმა აითვისა და რენტგენოსაოპერაციოს პირობებში განახორციელა მალთაშუა თიაქრისა და  ფასეტური სახსრების დენერვაციის ლაზერული ვაპორიზაცია პაციენტებისთვის დეგენერაციულ-დისტროფული ხერხემლის დაავადებით.

მას აგრეთვე აქვს დიდი გამოცდილება ნევროლოგიური პროფილის პაციენტებისთვის ცერებრული ანგიორგრაფიის, იშემიური ინსულტის დროს თრომბოექსტრაქციის, თავის ტვინის სისხლძარღვების გამსკდარი და გაუმსკდარი ანევრიზმის ემბოლიზაციის, ანგიოპლასტიკის და  მაგისტრალური ბრაქიოცეფალური სისხლძარღვების სტენტირების ჩატარების, როგორც ურგენტულ, ასევე გეგმურ რეჟიმში.

ის ახორციელებს გადაუდებელ და გეგმურ პერიფერიული სისხლძარღვების ბალონურ ანგიოპლასტიკას ქვედა კიდურების არტერიების და თირკმლის არტერიების სტენტირებით, კავა-ფილტრის იმპლანტაციას ქვემო ღრუ ვენაში).

 

ის უწყვეტად იმაღლებს თავის თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რეგულარულად ესწრება სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებს და მასტერ კლასებს, მათ შორის- ევროპის.

ალექსანდრე დვორაკოვსკი პაციენტების მიღებას, “საერთაშორისო ცენტრ“-ში 5 აპრილიდან შეძლებს.

რა პროცედურების განხორციელება იქნება შესაძლებელი “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“-ში, მისი ზედამხედველობით:

– გადაუდებელი და გეგმური ენდოვასკულური დახმარების გაწევა კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებისთვის (გულის იშემიური დაავადება, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი);

– კორონაროგრაფია, ანგიოპლასტიკა, სტენტირება, თრომბოასპირაცია, ინტრააორტული ბალონური კონტრპულსაცია და სისხლძარღვშიდა ულტრაბგერითი გამოკვლევა;

– ნევროლოგიური პროფილის პაციენტებისთვის ენდოვასკულარული დახმარება, როგორც გეგმურ, ასევე  ურგენტულ რეჟიმში (საძილე არტერიების სტენოზური ათეროსკლეროზი, იშემიური ინსულტი, თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმული დაავადება);

– ცერებრალური ანგიოგრაფია;

–  თავის და კისრის მაგისტრალური არტერიების ანგიოპლასტიკა და სტენტირება (საძილე არტერიები, ვერტებრალური არტერიები);

– იშემიური ინსულტის დროს თრომბოექსტრაქცია და თრომბოასპირაცია;

– თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმის ემბოლიზაცია,როგორც გამსკდარი, ასევე გაუმსკდარი;

ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის დახმარების გაწევა, როგორიცაა:

– ლაზერული ვაპორიზაცია პროტრუზიებისა და მალთაშუა თიაქრების დროს;

– ფასეტური სახსრების დენერვაცია;

პერიფერიული სისხლძარღვების პათოლოგიების მქონე პაციენტების მკურნალობა (ქვედა კიდურების სისხლძარღვების ობლიტერაციული ათეროსკლეროზი);

– ბალონური ანგიოპლასტიკა ქვედა კიდურების არტერიების სტენტირებით;

– თირკმლის არტერიების ანგიოპლასტიკა სტენტირებით;

– ჯორჯლის ზედა არტერიის ანგიოპლასტიკა სტენტირებით;

– გინეკოლოგიური და უროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ენდოვასკულური მომსახურების განხორციელება (საშვილოსნოს მიომის, წინამდებარე  ჯირკვლის კეთილთვისაბიანი ჰიპერპლაზია):

– საშვილოსნოს არტერიების ემბოლიზაცია არაადჰეზიური აგენტის მეშვეობით;

– პროსტატის არტერიების ემბოლიზაცია არაადჰეზიური აგენტის მეშვეობით.



ნანახია 349-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს: