“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“-ს უროლოგიური მიმართულება პაციენტებს სთავაზობს თირკმელში, შარდის ბუშტსა და შარდსაწვეთში არსებული ყველა ზომის კენჭის დაშლას ყველაზე თანამედროვე ენდოსკოპიური მეთოდით, რომელსაც ლაზერული ლითოტრიპსია ეწოდება. შარდკენჭოვანი დაავადება უროლოგიურ დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. დღემდე მეცნიერებისთვის პათოლოგიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა განიხილება რამდენიმე თეორია, კერძოდ, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, ინფექციები, თირკმლისა და საშარდე გზების ფუნქციის დარღვევა, სხვ. დაავადების კლინიკური სურათი დამოკიდებულია კონკრემენტის (კენჭი) ფორმაზე, ზომაზე, რაოდენობასა და მდებარეობაზე. თუმცა პაციენტები უმეტესად უჩივიან მწვავე ან ყრუ ხასიათის ტკივილსა და დისკომფორტს. ზოგჯერ პათოლოგიას თან სდევს იმდენად აუტანელი ტკივილი, რომ პაციენტის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი მნიშვნელოვნად ქვეითდება.
ქუთაისში, მხოლოდ „საერთაშორისო სამედიცინო ცენტრში“ ხდება შარდკენჭოვანი დაავადებების მკურნალობა ლაზერული ლითოტრიფსიით, ე. წ. მწვანე ლაზერის გამოყენებით. ეს მეთოდი უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტესა და საიმედოობას.
როგორ იშლება კენჭი ლაზერით?
კლინიკის თანამედროვე აპარატი სხვადასხვა ფუნქციითაა აღჭურვილი – შეუძლია კენჭის ფრაგმენტაცია და ფაქტობრივად ფხვნილად ქცევა. დაშლილი კენჭები კი ოპერაციის შემდეგ შარდთან ერთად უმტკივნეულოდ გამოიდევნება ორგანიზმიდან.
კონსულტაციაზე ჩაწერის მსურველები დაგვიკავშირდით: 597 96 49 24
“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“ – ხელმისაწვდომი ფასები, კომფორტული გარემო ყველა სამედიცინო სერვისი ერთ სივრცეში.
მისამართი: ქუთაისი, ფოთის ქ. № 40.
გისურვებთ ჯანმრთელობას!