15 ივნისი, უფასო გასვლითი აქცია – სამტრედია

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“ 15 ივნისს, სამტრედიაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს.

აქცია ჩატარდება კლინიკა “ხარება“-ს შენობაში (მის: სამტრედია, რუსთაველის ქ. 26)

უფასო აქციის ფარგლებში მოგემსახურებათ “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“-ს  სხვადასხვა პროფილის ექიმები, როგორც ქართველი ასევე უცხოელი სპეციალისტები:

1.ონკო ქირურგია და ჭარბი წონის კორექცია – პროფესორი მერაბ ჯანელიძე და
ალექსანდრე ცირეკიძე
2.უროლოგი-ბელგიური სკოლის წარმომადგენელი,მერაბ ბზიკაძე
3.კარდიოლოგი-ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი,პროფესორი ვაჟა
აგლაძე
4.სისხლძარღვთა ქირურგია და ანგიოქირურგია – ალექსანდრე დვორაკოვსკი, ბელორუსია
5.მამოლოგი, კანისა და რბილი ქსოვილების ონკოლოგი – თამთა გაბრიაძე
6.ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგი – ნინო ლობჟანიძე
7.გინეკოლოგი -ნესტან ბარდაველიძე
8.ორთოპედ-ტრავმატოლოგი – ბადრი დარსაველიძე
9.ნევროლოგი-ნეიროქირურგი – თამაზ სპირანტი
10.გულის,სისხლძარღვების,მუცლის და მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპია -ლიკა კუხიანიძე
11.ოპერაციული ოფთალმოლოგია-სალომე გრიგორაშვილი
12.ზოგადი ქირურგი-ბესო აბულაძე, ლევან ტყებუჩავა

აღსანიშნავია რომ აქციის ფარგლებში პაციენტებს ჩაუტარდებათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევებიც.

“თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ არის მრავალპროფილური ჰოსპიტალი, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, კლინიკის წამყვან მიმართულებებს წარმოადგენს – ინტერვენციული კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ნეიროქირურგია, ზოგადი ქირურგია და ონკოლოგიური პროფილი.

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“  მისამართი: ქალაქი ქუთაისი,ფოთის ქ.40.

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“-ს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე: 571 59 17 34

გისურვებთ ჯანმრთელობას!



ნანახია 760-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error