3 აგვისტო, უფასო გასვლითი აქცია – ზესტაფონი

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“ 3 აგვისტოს, ზესტაფონში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს.

აქცია ჩატარდება კლინიკა “ელიტე“-ს შენობაში, მის: ზესტაფონი, ასლანიკაშვილის სანაპირო (გამგეობის გვერდით).

უფასო აქციის ფარგლებში მოგემსახურებათ “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“-ს  სხვადასხვა პროფილის წამყვანი სპეციალისტები.

მიმართულებები:

  1. კარდიოლოგია
  2. ნევროლოგია
  3. ნეიროქირურგია
  4. ორთოპედ-ტრავმატოლოგია
  5. ანგიოლოგია
  6. სიმსუქნის(ბარიატრიული) ქირურგია
  7.  ონკოქირურგია
  8. გულის,სისხლძარღვების,მუცლისა და მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპია

 

აღსანიშნავია რომ აქციის ფარგლებში პაციენტებს ჩაუტარდებათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევებიც.

“თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 180 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც  უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს.  კლინიკის წამყვან მიმართულებებს წარმოადგენს – ინტერვენციული კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ნეიროქირურგია, ზოგადი ქირურგია და ონკოლოგიური პროფილი.

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“  მისამართი: ქალაქი ქუთაისი,ფოთის ქ.40.

კონსულტაციაზე ჩაწერის მსურველები დაგვიკავშირდით ნომერზე: 571 59 17 34

გისურვებთ ჯანმრთელობას!



ნანახია 1384-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error