30 მარტს “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრში “ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი. სასწავლო ცენტრ „ექსელენსი“-ს ხელმძღვანელი, პროფესორი დავით აბულაძე ჩაატარებს მასტერ კლასს ბარიატრიულ ქირურგიაში. მასტერ კლასის ფარგლებში ადგილობრივი კლინიცისტებისათვის გაიმართება ინტერაქტიული ლექცია-სემინარი. რის შემდეგაც ჩატარდება საჩვენებელი ბარიატრიული ოპერაცია, რომელსაც ერთობლივად გააკეთებენ კლინიკის ქირურგიული სამსახურის უფროსი ბესო აბულაძე და პროფესორი დავით აბულაძე.
მასტერ კლასზე დასწრების მსურველები დაგვიკავშირდით: 597 96 49 24
30.03.2019 დასაწყისი 11:00 საათზე!
“მედიქალ სითი“-ს საკონფერენციო დარბაზი