უროლოგიური მიმართულება

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ”-ში უროლოგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობს ბელგიის უროლოგიის სკოლის წარმომადგენელი მერაბ ბზიკაძე.

კონსერვატული მომსახურება :
– ქალთა და მამაკაცთა საშარდე გზების ინფექციები;
– შარდკენჭოვანი დაავადებები;
– პროსტატის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა;
– პროსტატიტები;
– შარდის შეუკავებლობა;
– თირკმლის სიმსივნეები.

ქირურგიული მომსახურება :
– პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ტრანსურეთრული რეზექცია, პლაზმარეზექცია/ვაპორიზაცია ღია და ლაპარასკოპული მეთოდით;
– პროსტატის ადენოკარცინომის ღია და ლაპარასკოპული მეთოდით ქირურგიული მკურნალობა;
– თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნეების ღია და ლაპარასკოპული ოპერაციები;
– შარდის ბუშტის სიმსივნეების ღია და ტრანსურეთრული ოპერაციები, მათ შორის ახალი შარდის ბუშტის ფორმირებით;
– შარდის ბუშტის კენჭების ტრანსურეთრული (ენდოსკოპური) ლიტოტრიფსია;
– ურეთრის სტუქტურის ენდოსკოპური და ღია მეთოდით მკურნალობა;
– ობსტრუქციული უროპათოლოგიის მკურნალობა სტენტირებით, პერკუტანული ნეფროსტომიით;
– შარდკენჭოვანი დაავადებების ღია და ენდოსკოპური მკურნალობა ჰელიუმის ლაზერის გამოყენებით, (შარდის ბუშტის, შარდსაწვეთის და თირკმლის კენჭების დროს);
– თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა;
– გენტოურინალური ტრაქტის ტრავმების ქირურგიული მკურნალობა.

 

აღსანიშნავია, რომ რეგიონში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში ხდება შარდკენჭოვანი დაავადებების მკურნალობა ლაზერული კონტაქტური ურეტეროლითოტრიპსიით (მწვანე ლაზერი).

 

 

https://www.facebook.com/WRCommt/videos/572979599826949/