სახსრების ენდოპროთეზირება – საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი

22 დეკემბერს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა 65 წლის მამაკაცი. შესაბამისი  გამოკვლევების  შედეგად  პაციენტს დაუდგინდა მარცხენა ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობა. მოკლე პერიოდში, სათანადო მომზადების შემდეგ   ჩატარდა ოპერაცია – მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალური, უცემენტო  ენდოპროთეზირება. ამჟამად,  პაციენტის დგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე დღეში დატოვებს ჰოსპიტალს.

ოპერატორი: ორთოპედ-ტრავმატოლოგი ბადრი დარსაველიძე

…..

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“-ს  ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი მოსახლეობას სთავაზობს ნებისმიერი მდებარეობისა და სიმძიმის ტრავმული დაზიანების მკურნალობას 24 საათიან რეჟიმში.

მიმართულების ხელმძღვანელი: პროფესორი ბაადურ ზიმლიცკი

 

პაციენტები სარგებლობენ შემდეგი სერვისებით:

– მსხვილი სახსრების მათ შორის მენჯ-ბარძაყის, მუხლის, მხრის, იდაყვის ენდოპროთეზირება ამერიკული კომპანია “ZIMMER”- ის იმპლანტების გამოყენებით;

– ართროსკოპული ქირურგია – მუხლის, კოჭ-წვივის, მხრის და იდაყვის სახსრების;

– სპორტული მედიცინა;

– კიდურების პათოლოგიური წარმონაქმნების და სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა, რეკონსტრუქცია;

– სხვადასხვა ლოკალიზაციის პოსტოპერაციული ან პოსტტრავმული ცრუ სახსრებისა და არასწორად კონსოლიდირებული მოტეხილობების ოპერაციული მკურნალობა;

-სახსარშიდა ინექციები შესაბამისი მედიკამენტებით რენტგენის კონტროლის ქვეშ.

კლინიკაში ერთ სივრცეში ტარდება ყველა ტიპის ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევა!

 

ოპერაციები ტარდება ბრენდული კომპანიების მიერ წარმოებული თანამედროვე იმპლანტებით.

 

ასევე, პაციენტს საშუალება აქვს ისარგებლოს ნებისმიერი ამბულატორიულ–ტრავმატოლოგიური სერვისით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 597 96 49 24

გისურვებთ ჯანმრთელობას!



ნანახია 1317-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error