ჰეპატო- პანკრეო- ბილიალური ქირურგიის, ინტერვენციული ონკოლოგიისა და ტრანსპლანტაციის დეპარტამენტი

დეპარტამენტის ხელმძღვანელი:  პროფესორი მერაბ ჯანელიძე

ტრანსპლანტაციის მიმართულების ხელმძღვანელი: ჰეპატო-ქირურგი ალექსანდრე ცირეკიძე

პირველად დასავლეთ საქართველოში ჰეპატო- პანკრეო-ბილიალური ქირურგიის, ინტერვენციული ონკოლოგიისა და ტრანსპლანტაციის დეპარტამენტი.

 

ყველა სახის მაღალტექნოლოგიური ქირურგიული ჩარევა ჰეპატო- პანკრეო-ბილიალურ ქირურგიაში, მუცლის ღრუსა და გულმკერდის ონკოლოგიაში.
პირველად დასავლეთ საქართველოში ღვიძლის პირველადი და მეორადი დაზიანების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი: რადიოსიხშირული აბლაცია (RFA) და არტერიული ქიმიოემბოლიზაცია (TACE). კარის ვენის ემბოლიზაცია ღვიძლის მოცულობის გაზრდის მიზნით (ALPPS Procedure) და ნებისმიერი ლოკალიზაციის წარმონაქმნის ბიოფსია.
პედიატრიული და მოზრდილთა როგორც ღვიძლის, ასევე თირკმლის ტრანსპლანტაცია. პირველად საქართველოში ქართულ- ბელორუსული მემორანდუმის ფარგლებში დონორ-რეციპიენტის წყვილის შერჩევის მიზნით: HLA I და II კლასის ტიპირება (HLA Typing), ჯვარედინი რეაქცია (Cross-matching) და ანტისხეულების განსაზღვრა (Anti HLA Antibodies).



ნანახია 1404-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს: