შარდკენჭოვანი დაავადება

ხშირად შარდ-კენჭოვანი დაავადება ფარულად მიმდინარეობს და შემთხვევით გამოკვლევისას ვლინდება. თირკმელში შესაძლოა იყოს ერთი კენჭი ან რამდენიმე, თუმცა არ იწვევდეს არანაირ ტკივილს და ჩივილებს. შარდ-კენჭოვანი დაავადება ჩივილებს იწვევს  მაშინ , როდესაც კენჭი ადგილიდან იძვრის, რის შედეგადაც წელის არეში ვლინდება ტკივილი, რომელიც ძლიერდება და აუტანელი ხდება, როდესაც კენჭი საშარდე მილში იჭედება  და შარდის დინებას აფერხებს. შარდი გროვდება, იბერება თირკმელი და  იწვევს აუტანელ ტკივილს, რომელიც ხშირად საზარდულისკენაც ვრცელდება.

 

კენჭის გავლას თან სდევს:

-შარდვის გახშირება

-ტკივილი შარდვის დროს

-სისხლიანი შარდი

-გულის რევა, ღებინება

-მუცლის შებერილობა

-ტემპერატურის მატება

 

თირკმელში კენჭის წარმოქმნა, პირდაპირ კავშირშია ორგანიზმში საკმარისი სითხის არარსებობასთან. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, წყლის განსაზღვრული რაოდენობის მიღება.

ხშირად კენჭი ჩნდება , როდესაც შარდი კონცენტრირებულია, რის გამოც მინერალები  კრისტალიზდება და ერთმანეთს ეკვრის.

გარდა ამისა, კენჭის გაჩენის დიდი რისკია ისეთი საკვების მიღება, რომელშიც დიდი რაოდენობით არის ცხოველური ცხიმები.

 

კენჭის წარმოქმნის რისკ-ფაქტორები:

-მემკვიდრეობა

-დეჰიდრატაცია (როცა ორგანიზმი კარგავს სითხეს)

-ჭარბწონიანობა

-საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგადი დარღვევები

-ცილოვანი დიეტა

-საშარდე გზების ანთება

-საშარდე გზების დაავადებები, რომლებიც იწვევენ შარდის დინების შეფერხებას



ნანახია 1583-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error