მიმართულების ხელმძღვანელი: გიორგი ხელაძე
ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს როგორც ანგიოქირურგიის, ასევე დიაბეტური ტერფისა და კიდურის შემანარჩუნებელი დეპარტამენტი (ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი დევიძე).
ოპერაციები მიმდინარეობს ჰიბრიდულ საოპერაციოში, რომელიც აღჭურვილია “SHIMADZU“-ს ბოლო თაობის ანგიოგრაფით.
მაღალი ტექნოლოგიებითა და მინიმალური ჩარევით არტერიული სისხლის მიმოქცევის აღდგენა განაპირობებს კიდურის შემანარჩუნებელ ეფექტს და ამცირებს ინვალიდობის ხარისხს.
ქირურგიული ჩარევები:
- აორტის ენდოპროტეზირება ანევრიზმის გამო;
- საძილე არტერიის სტენტირება, ენდოტერექტომია;
- სხვადასხვა სისხლძარღვის გაუვალობის დროს ბალონური ანგიოპლასტიკა და სტენტირება (თეძოს, ბარძაყის, მუხლქვეშა თუ წვივის სეგმენტები);
- თირკმლის არტერიის, ფაშვის ღეროს თუ მეზენტერალური არტერიის სტენტირება;
- კიდურის შემანარჩუნებელი ოპერაციები.