“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“-ს ქირურგიული დეპარტამენტი

დეპარტამენტის ხელმძღვანელი: პროფესორი ბადრი ალფაიძე
ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი: ბესო აბულაძე
გადაუდებელი თორაკო-აბდომინური ქირურგიის სამსახურის ხელმძღვანელი: ლევან ტყებუჩავა
ქირურგიულ დეპარტამენტში ფუნქციონირებს საოპერაციო ბლოკი 5 საოპერაციოთი, რომელებიც აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ინვენტარით და აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს მაღალი სტანდარტების შესაბამისად განხორციელდეს როგორც გეგმური, ასევე გადაუდებელი ოპერაციები. ოპერაციები კეთდება, როგორც ტრადიციული, ასევე ლაპაროსკოპული (კვეთის გარეშე-უსისხლო) და მინიინვაზიური მეთოდით.
ლაპაროსკოპული ოპერაციები მიმდინარეობს კომპანია “WOLF“-ის ახალი დანადგარებითა და ინსტრუმენტებით.
ჩვენთან ტარდება შემდეგი ტიპის ქირურგიული ჩარევა:ზოგადი ქირურგიული ოპერაციები ( ოპერაციები მუცლისა და გულ-მკერდის ღრუს ორგანოებზე, ენდოკრინული ქირურგია)

–  ბარიატრიული (სიმსუქნის გამო) ოპერაციები ლაპაროსკოპული მეთოდით ;

ონკოლოგია (მუცლის ღრუს ორგანოების სიმსივნეები, რბილი ქსოვილების სიმსივნეები, მამოლოგია);

პროქტოლოგია;

გინეკოლოგია;

ტრავმატოლოგია-ორთოპედია

 ანგიოქირურგია

უროლოგია