როდის უნდა ჩავიტაროთ კორონაროგრაფია?

 

კორონაროგრაფია ინვაზიური რენტგენოკონტრასტული მეთოდია, რომელსაც გულის კუნთის მკვებავი (კორონარული ანუ გვირგვინოვანი) არტერიების მდგომარეობის შესაფასებლად იყენებენ. ის საშუალებას იძლევა ზუსტად დადგინდეს გვირგვინოვანი არტერიის შევიწროების ადგილი, ხარისხი, ხასიათი, შეირჩეს მკურნალობის ოპტიმალური მეთოდი – მედიკამენტური თერაპია, კორონარული სტენტირება ან კორონარული შუნტირება.

პროცედურა ტარდება სპეციალიზირებულ, მაღალტექნოლოგიური რენტგენოსკოპიით აღჭურვილ ლაბორატორიაში. პროცედურის დროს სპეციალური კათეტერი თავსდება ბარძაყის ან სხივის არტერიაში. ამ კათეტერის დახმარებით სპეციალური რენტგენო-კონტრასტული ნივთიერება შეყავთ სისხლძარღვში და ღებავენ მას, რათა სისხლძარღვი რენტგენის სხივებისათვის ხილული გახდეს. პროცედურის დასასრულს თქვენ საშუალება გექნებათ ნახოთ თქვენი გულის სისხლძარღვების სურათი. 

კორონაროგრაფიის ჩატარების ჩვენებები:

– გულის კუნთის იშემიის ობიექტური ნიშნები, შესაბამისი ცვლილებები ეკგ -ზე
– ფიზიკური დატვირთვის ტესტის დადებითი შედეგი (ველოერგომეტრია, ტრედმილ-ტესტი, სტრეს ექოკარდიოგრაფია,)
– დაძაბვის და მოსვენების სტენოკარდიის შეტევები
– მიოკარდის ინფარქტი (კორონაროგრაფია ტარდება გადაუდებლად პირველი 12 საათის განმავლობაში)
– ადრეული პოსტინფარქტული სტენოკარდია (სტენოკარდიული შეტევების აღმოცენება მიოკარდის ინფარქტის გადატანის შემდეგ მალევე)
– სიცოცხლისათვის საშიში რითმის დარღვევების არსებობისას
– გულის სარქვლებზე ოპერაციის წინ
– დიფერენციალური დიაგნოსტიკა გულის არაკორონაროგენულ (რაც არ არის დაკავშირებულის კორონარული არტერიების დაზიანებასთან) დაავადებებთან
– გულის ტრანსპლანტაციის შემდეგ აუცილებელია კორონაროგრაფია ჩატარდეს ყოველწლიურად შემოწმების  მიზნით
– გულის იშემიური დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობისას ან მცირე სიმპოტმების არსებობისას (ტიპიური გამოვლინებების გარეშე)

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“- ში ფუნქციონერებს კათეტერიზაციის ლაბორატორია, სადაც მუშაობს მაღალკვალიფიკაციური მედპერსონალი, რაც პროცედურების წარმატებით ჩატარების საშუალებას იძლევა.

დეპარტამენტი აღჭურვილია 2018 წლის იაპონური წარმოების, “Shimadzu“-ს ანგიოგრაფით და ჰიბრიდული სამედიცინო ტექნიკით, რაც ზეზუსტი და ურთულესი ოპერაციული ჩარევების საშუალებას იძლევა.

ჩვენთან ტარდება ისეთი სირთულის ოპერაციები როგორიცაა: მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევაში გადაუდებელი სტენტირება, მარცხენა კორონარული ღეროს სტენტირება, ბიფურკაციული სტენტირება, ქრონიკული ტოტალური ოკლუზიის რეკანალიზება და სხვა.

პაციენტების მომსახურების მაღალი პროფესიული დონის და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად ინვაზიური გამოკვლევის შედეგებს აფასებს უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტების – კარდიოლოგებისა და ინტერვენციული კარდიოლოგების გუნდი (პროფესორი ვაჟა აგლაძე, ქ.მინსკის მთავარი ინტერვენციული კარდიოლოგი – ალექსანდრე ბეიმანოვი და უმაღლესი კატეგორიის ექიმები – დიმიტრი იურლევიჩი და პავლე ჩერნოგლაზი).

ჰიბრიდული საოპერაციო დარბაზი იძლევა საშუალებას, წუთების განმავლობაში გადარჩენილი იქნას ადამიანის სიცოცხლე.



ნანახია 890-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error